ფოთში "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" დაიხურა

ფოთში "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" დაიხურა

ფოთში პირველი "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" საზეიმო ვითარებაში დაიხურა. კონცერტს, რომელიც დღევანდელ დღეს მიეძღვნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე, ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია, მსახიობები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მაყურებლის წინაშე ნუკრი კაპანაძე, სოფო გელოვანი, ვაჟა მანია, ელენე ფოჩხუა და ოთო ნემსაძე წარსდგნენ.

"რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის "დღეს" ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალს მხარდაჭერა ფოთის მერიამაც გაუწია. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიისა და პოლონეთის რეგიონალური თეატრების ქართული და უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები.

ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე 21 სპექტაკლი იქნა წარდგენილი. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია