სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის

სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის

დენის ტარიფის ზრდა სამომხმარებლო ბაზარზე მტკივნეულად აისახება. გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, მეწარმეები პროდუქტის გაძვირებისთვის ემზადებიან. მთავრობამ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ მეწარმეები ფასს ვერ მოუმატებენ და "ნებისმიერ პროცესში მთავრობა ჩაერევა", ეს ბაქი-ბუქი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ მეწარმეების ნაწილი გარდაუვალ გაძვირებაზე ალაპარაკდა.

როგორც ირკვევა, ძნელად მოიძებნება ისეთი სფერო, სადაც ტარიფის ზრდა გავლენას არ მოახდენს. განსაკუთრებით ის საკონდიტრო ნაწარმზე აისახება. საფასო ცვლილება მოსალოდნელია საცხობებში, სასაწყობო მეურნეობებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. დიდი ალბათობით, გაძვირდება ისეთი იმპორტირებული პროდუქტი, რომელსაც გარკვეული დროით შენახვა სჭირდება.

სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის არ რჩება მიმართულება, სადაც ტარიფის მოსალოდნელი გავლენა არ იგრძნობა. ნაკლებად სავარაუდოა, მეწარმეებმა მაღალჩინოსნების "მუქარას" ანგარიში გაუწიონ. ისინი არ მალავენ, რომ სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის.

მთავრობა საპირისპიროს ამტკიცებს. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებამ და იმ ნიშნულზე დაბრუნებამ, რაც იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მომენტისთვის, არ უნდა გამოიწვიოს პროდუქტის გაძვირება, რადგან მის ფასწარმოქმნაში ელექტროენერგიის წილი მინიმალურია.

ამიტომ, თუკი ვინმე შეეცდება ამ თემით სპეკულირებას და ფასების გაზრდას, სახელმწიფო აუცილებლად ჩაერევა და არავის მისცემს უფლებას, სპეკულაცია მოახდინოს და პროდუქტებზე ფასები გაზარდოს.

მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, მეწარმეები არ მალავენ, რომ პროდუქტის გაძვირება მოუწევთ. საკონდიტრო ბიზნესის წარმომადგენელთა თქმით, კომუნალური ხარჯის ზრდა, რასაც შეიძლება ნედლეულის გაძვირებაც დაემატოს, ნაწარმის ფასზეც აისახება.

კომპანია "გურმეს" წარმომადგენელი შიშობს, რომ საფასო ცვლილება რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედებს.

"დენის გაძვირება ჩვენს ბიზნესს ძალიან დააზარალებს. გაგვიძვირდება არა მარტო კომუნალური გადასახადი, არამედ ნედლეულიც, რის გამოც ფასის შენარჩუნებას ვერაფრით შევძლებთ. დამატებით რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან რეალიზაციის პრობლემა ისედაც გვაქვს. გაძვირების შემთხვევაში მყიდველი შემოგვაკლდება. სასიკეთოს არაფერს ველოდებით. დენის გაძვირება და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული პრობლემა მეტ-ნაკლებად საზოგადოების თითქმის ყველა ფენაზე აისახება. ცხადია მომხმარებლისთვისაც მტკივნეული იქნება და ჩვენთვისაც, რადგან ბიზნესს ძალიან გაუჭირდება",- აცხადებენ კომპანიაში.

საკონდიტრო პროდუქტის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ "მადაშიც". კომპანიის მენეჯერის, ქეთევან დადიანის თქმით, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ სხვაობა ფასში უმნიშვნელო იყოს. "დენის ტარიფი პროდუქტის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასეა ტრადიციულად. ამიტომ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება ჩვენც მოგვიწევს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია