"სუხიშვილების" სამაია რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, მასშტაბური ხორუმი და დრამერების შოუ - "თბილისი 2015"-ის შთამბეჭდავი მომენტები

"სუხიშვილების" სამაია რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, მასშტაბური ხორუმი და დრამერების შოუ - "თბილისი 2015"-ის შთამბეჭდავი მომენტები

"თბილისი 2015"-ის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება უკვე დასრულდა. ცერემონია თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ის დატვირთული იყო გრანდიოზული შოუთი, რომელიც ქართველმა რეჟისორებმა დადგეს. წარმოდგენილი იყო არგონავტების ექსპოზიცია და ამ დადგმაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალერინამ ირმა ნიორაძემ. ასევე, შესრულდა ქართული ფოლკლორული საცეკვაო ნომრები. მათ შორის ხორუმი, სამაია. წარმოდგენილი იყო ქართული საგალობლები.

ღონისძიების ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით შემოიტანა აკრობატმა გოგონამ, რომელმაც ცეცხლი გადასცა ყოფილ ფეხბურთელ გელა კეტაშვილს. სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში გელა კეტაშვილის გარდა მონაწილეობა მიიღეს პარაოლიმპიელმა თემურ დადიანმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ. ხოლო მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა.

საზეიმო ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს მედროშეებმა. მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის ბოლოს მცირე ინციდენტი მოხდა. ფოიერვერკის დროს მთავარი სცენის უკან მდებარე ცარიელ ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ტრიბუნის ნაწილი დაიწვა. შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს.

გარდა ამისა, ფოიერვერკის ნაპერწკლების ნაწილი გულშემატკივრით სავსე ერთ-ერთი ტრიბუნაზე დაეცა, რის გამოც გულშემატკივრები იძულებულნი გახდნენ გვერდითა ტრიბუნაზე გადაენაცვლათ.

ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, 50 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს.

იხილეთ ვიდეოები: ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნის კულმინაცია

ირმა ნიორაძემ ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე მედეა განასახიერა

შთამბეჭდავი სანახაობა ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე - "სუხიშვილების" სამაია რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე

ყველაზე მასშტაბური ხორუმი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე

დრამერების შოუ "ერისიონის" ბიჭუნების შესრულებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია