აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა ზოგად უნარებში ბარიერი ვერ გადალახა

აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა ზოგად უნარებში ბარიერი ვერ გადალახა

გამოცდაზე გამოცხადებული აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა ზოგად უნარებში ბარიერი ვერ გადალახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, ზოგადი უნარების შედეგები ნამდვილად დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, ტესტის ოთხივე ვარიანტი საშუალო სირთულის აღმოჩნდა და სირთულის თვალსაზრისით, ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის. თუმცა, გაიგივების პროცედურას ცენტრი ყველა შემთხვევაში მიმართავს და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, პირველი და მეოთხე ვარიანტი, მეორე და მესამე ვარიანტებზე ოდნავ რთული აღმოჩნდა.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გაიგივების პროცედურების შემდეგ, გამსვლელი ქულა დადგინდა. მეორე და მესამე ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა 24, პირველი და მეოთხე ვარიატისთვის კი, 23 ქულა იქნება.

"კონკურსში მონაწილეობას ის აბიტურიენტებიც აგრძელებენ, ვინც პირველი ან მეოთხე ვარიანტი წერა და 23 ქულა დააგროვა", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წელს ერთ-ერთმა აბიტურიენტმა, რომელმაც პირველი ვარიანტი დაწერა მაქსიმალური შეფასება - 80 ქულა მიიღო. შარშან ზოგად უნარებში მაქსიმალური შეფასების მქონე აბიტურიენტი არ ყოფილა. აბიტურიენტების გარკვეულმა რაოდენობამ 79 ქულა დაიმსახურა. ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა გამოცდაზე გამოცხადებული აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა. ამ მაჩვენებელს ემატემა დაახლოებით 3%, რომლებიც გამოცდაზე არ გამოცხადდა ან ნაშრომი გაუუქმდათ.

სხვა საგნების შედეგებს ცენტრი ეტაპობრივად, სავარაუდოდ 5 აგვისტომდე გამოაქვეყნებს.

სააპელაციო პროცესი კი ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია