"დროშა შეგნებულად დაკიდეს უკუღმა, რათა ღმერთს (რომელიც ზევიდან უყურებდა გახსნის ცერემონიას) სწორედ დაენახა იგი!" - გამოხმაურებები ოლიმპიადის თემაზე

"დროშა შეგნებულად დაკიდეს უკუღმა, რათა ღმერთს (რომელიც ზევიდან უყურებდა გახსნის ცერემონიას) სწორედ დაენახა იგი!" - გამოხმაურებები ოლიმპიადის თემაზე

კვირას, 26 ივლისს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნა. თუმცა, მასშტაბურ ღონისძიებას გიორგი მარგველაშვილი არ დაესწრო. ფესტივალის დაწყება პრეზიდენტმა საზოგადოებას "ფეისბუქით" მიულოცა. გთავაზობთ "ფეისბუქ" გამოხმაურებებს, რომელიც ოლიმპიადის თემასთან დაკავშირებით დაიწერა:

ზურაბ ჯაფარიძე - გადავახვიე, ვუყურებ

ოლიმპიური დროშა აშკარად უკუღმა დაკიდეს

ტრადიციად ვნერგავთ მგონი

თენგო გოგოტიშვილი - რა რთული მისახვედრია?! ნაციონალ პრეზიდენტს პირდაპირ უთხრეს, ოლიმპიურ ფესტივალს პრემიერი გახსნის და არა შენო. როგორც ჭეშმარიტი ნაცი, ისიც ბოღმიანი აღმოჩნდა. თავად არ მივიდა, მაგრამ მოისყიდა ან მოძებნა თავისნაირი ნაცი სტადიონის თანამშრომლები და ჯერ ინგლისურის ნაცვლად მეგრული ასწავლა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, მერე ცეცხლი წააკიდებინა ტრიბუნებისთვის, მერე დროშა დააკიდებინა უკუღმა (ეშმას ნიშანი!!!!), მერე ოლიმპოს მთიდან ხელით ნაგოგმანევი ცეცხლი ჩააქრობინა, დილით არ დაეზარა ადრე ადგომა და სპორტის სასახლეში ტაბლო გამოართვევინა. და არც ავლაბრის რეზიდენციიდან გამოვიდა! და ჯერ სად ხართ!

ოთო კახიძე - გიგი უგულავა, რომელსაც აქვს ლომის წილი ახალგაზრდული ოლიმპიადის აქ ჩატარებაში - წელიწადზე მეტია, ზის ციხეში.

განაჩენის გარეშე.

კონსტიტუციის გვერდის ავლით.

და თან (!) ვერც ამ ოლიმპიადის გახსნას უყურებს, რადგან არა აქვს ტელევიზორი.

ტელევიზორი აქვს პრაქტიკულად ყველას, მათ შორის, რეციდივისტებს, მკვლელებს, ყაჩაღებს, უვადო პატიმრებს.

მაგრამ არა აქვს გიგი უგულავას, უდანაშაულო ადამიანს, წინასწარ პატიმრობაში მყოფს, ერთი შიზოიდი კაცის ხუშტურის გამო.

პ.ს. ზოგიერთის ფარისეველი

მამუკა კუდავა - არ მიყურებია ოლიმპიადის გახსნისთვის, მაგრამ გავეცანი ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციებს. მაინც პოზიტივი მინდა რომ დავინახოთ:

- პრეზიდენტის არდასწრება სჯობს, ვიდრე პრეზიდენტი რომ დაეწვათ ოლიმპიურ კოცონზე, რისი სურვილიც არაერთს აქვს;

- ზვიადაურის არანთებული ცეცხლი გერჩივნოთ, ვიდრე ოლიმპიადის იდეის ავტორის გიგის უგულავას მიერ აგიზგიზებული;

- უკუღმა აწეული ოლიმპიური დროშა უკეთესია, ვიდრე სოჭის ოლიმპიადაზე არანთებული ერთი ოლიმპიური რგოლი;

- ახვლედიანი ინგლისურს უფრო სხლავს, ვიდრე მისი რუსი კოლეგა მუტკო;

გილოცავთ ოლიმპიადის გახსნას!

ირინა სარიშვილი - არაადექვატურობის ზეიმია საქართველოში!

რას მოვა ოლიმპიადა ამ ზეიმთან!

მერე რა რო ხანძარი იყო, დიდი ხო არ ყოფილა, გაატარეთო!

დროშა რომ ამჯერად ოლიმპიადაზეც უკუღმა დაკიდეს, ეგეც გაატარეთო!

ცეცხლი რომ არ აინთო, რა მოხდა მერე, სხვა დროს აინთებაო, ეგეც გაატარეთო!

ავტობუსების გაჩერებებით რომ მორთეს ღონისძიება, გაატარეთო!

ინგლისურად რომ ვერ ლაპარაკობს და ერთ წინადადებას რომ ძლივს კითხულობს ნებისმიერ ენაზე, გაატარეთო!

პრემიებს რო ჭამენ და სხვანაირად ფულის შოვნა რომ არ იციან, შრომაზე აღარაა ლაპარაკი, ეგეც გაატარეთო!

13 ივნისს რომ ვერტმფრენი არ ააფრინეს, ჩამოვარდებოდაო და ორი დღე-ღამე რომ დაბზუოდა ჩვენს თავს, გაატარეთო!!!

რაღა დარჩა თქვე დალოცვილებო გაუტარებელი ჰა?

მაინცდამაინც თქვენს სახლს უნდა მოწვდეს ხანძარი,

დროშის მაგივრად თქვენ უნდა დაგკიდონ უკუღმა.

ავტობუსების გაჩერებების მაგივრად თქვენი სახლიდან უნდა გაიტანონ სკამები და მაგიდები,

პრემიების ჭამის ნაცვლად პირდაპირ თქვენი მაცივრებიდან უნდა მიირთვან ამ ღორებმა თქვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ნაყიდი პროდუქტები,

მავთულხლართებმა თქვენს კარებამდე უნდა მოაღწიოს...

რომ აღარ გაატაროთ???

ვინ ხართ, საიდან გაჩნდით ასეთი უთავმოყვარეოები, ასეთი უზნეოები, გონებადახშულები???

ბომონძღი ჩასაფრებული იგესლებაო! დაბოღმილიაო!

მე ვარ ბომონძღი, ისიც დაბოღმილი და ჩასაფრებული,თქვე უქნარებო???

მიდით, ერთად მოგროვდით, "კეთილო" გამტარებლებო" და გაუტარეთ, სანამ თქვენს სახლამდე არ მოსულა ყველა ჭირი! და როცა თქვენს კარებზეც მოაკაკუნებს, მერე ამოიღეთ ხმა! რა გენაღვლებათ, უცებ ვინმემ არ გიცნოთ! მერე იქით შეუტიეთ სხვებს, აქამდე სად იყავითო!

სანამ თქვენ ხართ, ყველა ხელისუფლებაზე აფარებულო ლეღვის ფოთლებო, მანამდე ეს ქვეყანა გამოსავალს ვერ დაინახავს!

ხელისუფლება კი არა, თქვენ ხართ პრობლემა, ლეღვის ფოთლებო!!!

P.შ. იმდენ რამეს ეკიდებით გაგებით და ატარებთ, ძვირფასო ქოცმადიდებლებო, რომ ალბათ ცოცხებსაც გაა(ი)ტარებდით, "უფასო ფულის" მოლოდინი რომ არა!

რა, არა?????

რომან გოცირიძე - ოლიმპიადის გახსნაზე: მთლიანობაში 3-იანი.

-გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს თავი საბერძნეთში ეგონებოდა და არა საქართველოში. არგოს ფონზე აგებული მთელი ცერემონია? არგონავტები მართლაც კარგი თემაა, მაგრამ მხოლოდ ეპიზოდური; -3

-წარმოდგენა? ძალიან გრძელი და მონოტონური ხორუმი, თინეიჯერებისათვის ზედმეტად გაბალეტებული და დუნე; -4

-ტექნიკური მხარე: საშინლად დაუცველი უსაფრთხოების ნორმები. ცარიელ ტრიბუნებზე ჩამოყრილი მაშხალები მონაწილეებსაც შეიძლება დაცემოდათ თავზე. ხანძარი ალბათ გინესში შევა; -2

-ცეცხლის ვერანთება? სერიოზული ლაფსუსი. სად იყო მეორე, დამზღვევი ჩირაღდანი? დაზღვევა ქართველებს ზოგადად არ გვიყვარს; -2

-ნახევრად ცარიელი სტადიონი? მართლაც გაუგებარია; -2

-უკუღმა დაკიდებული დროშების მსგავსი შემთხვევები? ხდება, რას იზამ.

-განათება და დეკორაციები? -4

-ფეიერვერკი? ისე რა. 3

ერთადერთი ორიგინალური რაც იყო, ესაა ოლიმპიური ცეცხლის ერთროული ანთება სტადიონზე და კუს ტბაზე.

შუქი რომ არ ჩაქრა, ესეც კარგია:)

გიგა მაყარაშვილი - მივხვდი!!!

დროშა შეგნებულად დაკიდეს უკუღმა, რათა ღმერთს (რომელიც ზევიდან უყურებდა გახსნის ცერემონიას) სწორედ დაენახა იგი!

დიდება უფალს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია