"წარმოგიდგენიათ, ვინმე აზერბაიჯანელმა ტაქსისტმა სომხური სიმღერები რომ აღრიალოს თავის მანქანაში, საკუთარ ქვეყანაში"

"წარმოგიდგენიათ, ვინმე აზერბაიჯანელმა ტაქსისტმა სომხური სიმღერები რომ აღრიალოს თავის მანქანაში, საკუთარ ქვეყანაში"

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, "ფეისბუქზე" ბათუმის ბულვარში "აჟღერებულ" რუსულ სიმღერებზე წერს:

"წარმოგიდგენიათ ვინმეს აზერბაიჯანელმა ტაქსისტმა სომხური სიმღერები რომ აღრიალოს თავის მანქანაში საკუთარ ქვეყანაში, ან პირიქით, სომეხმა აზერბაიჯანული?! ან რომ მთლად დისკოტეკებმა ქნან იგივე?!

ბათუმის ბულვარში გუშინ და დღეს (და ალბათ სულ) რუსულ სიმღერებს აგუგუნებენ ბოლო ხმაზე და კაციშვილი არ აპროტესტებს, რამდენიმე ახალგაზრდის გარდა, ვინც ეს გამაგებინა.

მონობის სუფთა ნიშანია ის, როცა დამონებული ვერ ხვდება, რომ დამმონებელი მტრად უნდა მიიჩნიოს. მონებს პროტესტის გრძნობაც კი არა აქვს იმის მიმართ, რომ ის დაიმონეს - ის ამას მოცემულობად აღიქვამს. რაღაც ნაწილი ჩვენი ქვეყნისა ამ მდგომარეობაშია და მათი გამოფხიზლება ჩვენი ვალდებულებაა", - წერს რურუა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია