ვინ აკონტროლებს ე.წ. უბნის მაღაზიებს და საშიშია თუ არა იქ შეძენილი პროდუქტი ჯანმრთელობისათვის?

ვინ აკონტროლებს ე.წ. უბნის მაღაზიებს და საშიშია თუ არა იქ შეძენილი პროდუქტი ჯანმრთელობისათვის?

მომხმარებელთა მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და, შესაბამისად, ჩნდება ახალი სუპერმარკეტებისა და მარკეტების არსებობის აუცილებლობა. თუმცა ე.წ. უბნის მაღაზიები ჯერ კიდევ ყველა უბანშია შემორჩენილი, სადაც ხშირ შემთხვევაში მალფუჭებად პროდუქტებს მაცივრის გარეშე ჰყიდიან. ასეთი მაღაზიისთვის "ნისია" ის თოკია, რომლითაც მარკეტებში გამქცევ კლიენტს იჭერენ, თუმცა მომხმარებელი უპირატესობას სუპერმარკეტებს ანიჭებს.

ნათია: ჩემს უბანში ერთი უბნის მაღაზიაა, სადაც იშვიათად შევდივარ, მაცივარს არ რთავენ და ცივს ვერაფერს იყიდი. თან იქ ნაყიდი პროდუქტის ხარისხიც მაშინებს. როცა შემიძლია მარკეტში იგივე ფასად ვიყიდო, რა მინდა უბნის მარაზიაში?!.

ეკა: უბნის მაღაზიებში თანხას პლასტიკური ბარათით ვერ ვიხდი, ხშირად არც ხურდა აქვთ და უბნის მაღაზიაში თითქმის არ შევდივარ. თორემ ჩემნაირი ზარმაცი ადამიანისთვის სახლთან ახლოს მაღაზია მისწრებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ მაღაზიებში მაცივრის ჩართვა არ უყვართ და შეიძლება ვადაგასული პროდუქტი მოგყიდონ"

მარი: რამდენიმე დღის წინ ჩემი უბნის მაღაზიაში რძე ვიყიდე, როგორც კი ავხადე საშინელი სუნი ამოვარდა, გაფუჭებული იყო. მეორედ იქ როგორღა შევალ. მირჩევნია სახლიდან მოშორებით, მაგრამ ნორმალურ სუპერმარკეტში ვიყიდო".

ნიკა: ასეთი ტიპის მაღაზიებში მხოლოდ სიგარეტს ვყიდულობ. მაცივარი არ აქვთ და ასეთ ბუტკებში პროდუქტს როგორ ვიყიდი?!"

ambebi.ge დაინტერესდა, ვინ აკონტროლებს ე.წ. უბნის მაღაზიებს და საშიშია თუ არა იქ შეძენილი პროდუქტი ჯანმრთელობისათვის? ამ საკითხზე სასაუბროდ სურსათის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსს კახა სოხაძეს დავუკავშირდით.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, მალფუჭებადად ითვლება პროდუქტი, თუ მისი ვარგისიანობის ვადა არ აღემატება 72 საათს და შენახვის ტემპერატურა 6 გრადუსს.

"პროდუქტი უნდა იყოს შენახული იმ ტემპერატურაზე, რაც ეტიკეტზე აწერია. მაგალითად, კვერცხი არ არის მალფუჭებადი და მაცივარს არ საჭიროებს. ის შეიძლება შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე 21 დღის განმავლობაში. სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს ყველა იმ პირს, ვისზეც არის ვალდებულება, რომ უნდა იყოს დარტეგისტრირებული ბიზნეს-ოპერატორად და მასზე უნდა გავრცელდეს სურსათის უვნებლობის ხარისხის კონტროლი. შემოწმების დროს თუ აღმოვაჩენთ, რომ მალფუჭებადი პროდუქტი არ ინახება მაცივარში ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა და ექვემდებარება საწარმოო პროცესის შეჩერებას. ახლა შედის ცვლილება სურსათის უვნებლობის კოდექსში და თუ აღმოჩნდება, რომ სურსათი ინახება შეუსაბამო პირობებში, მისი დაჯარიმება 1000 ლარით განისაზღვრება", - განაცხადა კახა სოხაძემ.

თიკო გურაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია