გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სენაკის მეორე ქვეით ბაზას ესტუმრა. თავდაცვის მინისტრს ბრიგადაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი დახვდნენ.
თავდაცვის მინისტრი თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შემდეგ კი დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.