დანტისტმა 50 000 დოლარის სანაცვლოდ, გადაშენების პირას მყოფი ლომი მოკლა

დანტისტმა 50 000 დოლარის სანაცვლოდ, გადაშენების პირას მყოფი ლომი მოკლა

ამერიკელმა მამაკაცმა ზიმბაბვეში არალეგალურად ლომი მოკლა, რასაც საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ლომი, სახელად სესილი მინესოტელმა დანტისტმა უოლტერ ჯეიმს პალმერმა გამოასალმა სიცოცხლეს. ადგილობრივი პოლიციელების განცხადებით, ორი ზიმბაბველი დაკავებულია და ამჟამად გამოძიება პალმერს ეძებს.

თავად პალმერის განცხადებით, მან პროფესიონალი გზამკვლევები დაიქირავა და ყველა მისი ქმედება კანონის ჩარჩოებში იყო. "რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ყველაფერი ამ მოგზაურობისას იყო ლეგალური და კანონიერი", - ამბობს პალმერი ოფიციალურ განცხადებაში.

"სანამ ნადირობა არ დავასრულე, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ლომი ადგილობრივების საყვარელი, ცნობადი ცხოველი იყო. მე ჩემ პროფესიონალ გზამკვლევებს ვენდობოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ლეგალურად ვნადირობდი", - აცხადებს პალმერი.

როგორც ცნობილია, პალმერმა ლომის მკვლელობაში 50 000 დოლარი გადაიხადა. აფრიკელი ლომების პოპულაცია ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე 60 პროცენტით შემცირდა, ამჟამად მხოლოდ 32 000 მათგანი არის დარჩენილი ჯუნგლებში.

მომზადებულია cnn.com-ს მიხედვით.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ