ავტორი:

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

მეტალის ვირთხის წელი მოდის და როგორც ასტროლოგები გვაფრთხილებენ, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, რომ ყველაზე უხვ და მოსავლიან წელს არ გავუშვათ ცხოვრებისეული შანსები.

ფენ-შუის მასტერი თიკა ქოქაშვილი AMBEBI.GE-ს მკითხველს იმ საინტერესო რჩევებს უზიარებს, რომელიც 2020 წელს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წარმატებული წელი ჰქონდეთ:

"2020 წლის 25 იანვარს მეტალის ვირთხის წელი დადგება და აქტუალური ფერები იქნება - ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი და თეთრი. ვირთხა შემგროვებელი, ბარაქიანი, მოხერხებული და მეოჯახე მღრღნელია, ამიტომ ძალიან კარგი წელი იქნება ფინანსური თვალსაზრისით.

უკეთესობა ელის ძალიან ბევრ ნიშანს, განსაკუთრებულად - მამლებს, მაიმუნებს, დრაკონებს და ხარებს. გაითვალისწინეთ, რომ ვირთხის წელს არ ვხვდებით 31 დეკემბერს, ვირთხის წელი დადგება იანვარში და შესაბამისად შევხვდებით იანვარში".

- სუფრაზე რა უნდა გვქონდეს ამ დროს აუცილებლად?

- სასურველია სიმბოლური ოქროს ზოდები, ოქროს ნივთები, ხურდები, მონეტები, სხვადასხვა ქვეყნის კუპიურები, თხილეული, კაკალი... ასევე მაგიდაზე უნდა ენთოს ოქროსფერი სანთლები. სასურველია რვა, რადგან 8-იანი სიმდიდრის ნიშანია.

დეკემბრის თვეში აუცილებლად უნდა გააკეთოთ ერთი პრაქტიკა ფენ-შუიდან - აიღეთ 8 ცალი კაკალი, შეღებეთ „პულივიზატორით“ ოქროსფრად და ოქროსფერი ლენტები დაამაგრეთ, რომ ნაძვის ხეზე დაკიდოთ ბარაქის და სიმდიდრის ნიშნად

აღმოსავლური ასტროლოგიით, 2020 წელს ცეცხლის სტიქიის ნაკლებობა გვექნება და ამიტომ გაააქტიურეთ წითელიც. ის მოიზიდავს მეგობრობას და კომუნიკაციას, რადგან პლანეტა მარსის ფერია წითელი და რეკომენდებულია 2020 წელს მნიშვნელოვან შეხვედრებზე და დღესასწაულებზე წითელი ფერის სამოსი ჩაიცვათ.

საჩუქრებად შეარჩიეთ თაგუნიას ფიგურები და სიმდიდრის სიმბოლოები, რაც ვირთხას უყვარს. ვირთხა - პირველი ნიშანია 12 ზოდიაქოს ნიშანს შორის, მისი თვეა ცივი დეკემბერი, 2020 წელი იქნება განსაკუთრებული წარმატების წელი ვირთხებისთვის.

2019 წელი არის ტახის წელი, ტახის ელემენტია წყალი და ვირთხისაც წყალია. ტახებს თუ 2019 გქონდათ კარგი, უფრო კარგი ექნებათ 2020 წელი. ლიდერობის, სწავლის, დაოჯახების და გამრავლების წელი ექნებათ, ფინანსებში კი ძალიან დიდი წარმატება ელოდებათ. იდეების განხორციელების წელი აქვთ.

კარიერაში იდეალური წელი ექნებათ ხარებს, რადგან საკმაოდ კარგი კავშირი აქვთ ვირთხასთან და მათ საიდუმლო მეგობრად ითვლებიან.

ვეფხვის წელში დაბადებულები - ძალიან დამოუკიდებლები გახდებიან და ამბიციურებიც, ბევრი გამართლება ექნებათ, მოაგვარებენ ძველ პრობლემებს, გახდებიან ლიდერები.

კატა/კურდღელი - ამ წელში დაბადებულებს, ვისაც ჰქონდათ გამრავლების პრობლემა, წელს მარტივად მოაგვარებენ ამ საკითხს. ასევე მარტივად მოაგვარებენ პრობლემებს. ახალი იდეების განხორცილება წარმატებას მოუტანთ. ვუსურვებ დატკბნენ 2020 წლით, ოღონდ უფრო გაზაფხულიდან.

დრაკონი - მისტიკური იმპერატორი ალიანსშია ვირთხასთან და ძალიან ძლიერი იქნება წელს. იმაზე წინ წავა, ვიდრე თავად გეგმავდა. დრაკონისთვის ვირთხა არის ფული, ამიტომ ფინანსური მდგომარეობაც იდეალური ექნება დრაკონებს.

გველი - თუ გულწრფელი იქნება, მაშინ კარგი წელი იქნება მისთვისაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აკონტროლოს სიტყვები და სიტყვის ძალა. რა პრობლემაც არ უნდა შეხვდეს, ყველაფერს მოაგავრებს სიტყვიერად.

ცხენისთვის - ფინანსურად წარმატებული წელია და კარიერაში წინსვლა ელოდებათ. ბიზნესში და კარიერაში ზრდა და დაწინაურება.

თხისთვის - კარგია სწავლის და პიროვნული განვითარების კუთხით. იმ სფეროში, რაშიც მოღვაწეობენ, მოიზიდავენ წარმატებას და კარიერულ ზრდას.

მაიმუნისთვის - კარგია მოგზაურობა. საკმაოდ წარმატებული წელი ექნებათ ყველა სფეროში.

მამლის წელში დაბადებული - 2020 წელს ყველა პრობლემას მარტივად მოაგვარებს. სასიყვარულო წელი ექნებათ და ბევრი მამალი დაოჯახდება.

ძაღლისთვის - 2020 ცოტა უცნაური წელი იქნება, რადგან ვირთხა ძაღლს პარავს საკვებს ღამის განმავლობაში, ამიტომ გვიანი პერიოდები არ არის კარგი ძაღლისთვის. თუ რამე საქმეს გააკეთებენ, რჩევაა დილას გადაწყვიტონ და თავი დაიცვან დანაკარგებისგან. არ ენდონ ყველას. სიფრთხილე გამოიჩინონ ფულთან და არ გაფლანგონ.

და ბოლოს, მთავარია, ზოდიაქოს ყველა ნიშანმა წინასწარ დაგეგმოთ, რას აპირებთ 2020 წელს, იმისათვის რომ წარმატებული წელი გქონდეთ.

ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების მილიარდიან კოლექციას ყიდის -  "ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა... დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება..."

"პრეზიდენტი ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი" - არნოლდ შვარცნეგერი

ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა