"ბიბლუსი გალერეაში" პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული წიგნის - "გიკი გოგოს" გაგრძელების, "გიკი გოგო - მოდელობისთვის შეუფერებელი" აქცია გაიმართა. წიგნი 12 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა.
წიგნის შესაძენად "ბიბლუსი გელერეაში" თინეიჯერები შეიკრიბნენ. ახალგაზრდები მოუთმენლად ელოდნენ აქციის დაწყებას. ისინი აცხადებდნენ, რომ წიგნის პირველი ნაწილი ძალიან საინტერესო იყო და სწორედ ამიტომ მივიდნენ დღეს მეორე ნაწილის შესაძენად.
"გიკი გოგოს" პირველი ნაწილში საუბარი იყო ახალგაზრდა გოგოს ორმაგ ცხოვრებაზე, რაც ძალიან საინტერესოა და ამავე დროს ძალიან სახალისოდ იკითხებოდა. დღეს ამ რიგში ჩასადგომად მოვედი იმიტომ, რომ შევიძინო მეორე ტომი და იმედი მაქვს, ეს ნაწილიც მომეწონება", - განცხადა მარი ჯაფარიძემ.
"წიგნის პირველი ნაწლი ამ სერიის ერთ-ერთი ბესტსელერი იყო. "გამომცემლობა პალიტრა L"-მა აქტიურად დაიწყო თინეიჯერებისთვის თანამედროვე ლიტერატურის გამოცემა. იმისთვის, რომ სწორად შეირჩეს წიგნები, რომლებიც ძალიან მოეწონებათ და დააინტერესებთ ბავშვებს, "პალიტრა L" თავად არჩევინებს მათ სასურველ ლიტერატურას", - განაცხადა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერმა სოფო საყევარიშვილმა. მისივე თქმით, პროექტი უკვე რეგიონებში გავიდა და დღეს თბილისის პარალელურად აქცია გაიმართა თელავშიც.
პროექტის ფარგლებში შეირჩა და გამოიცა მსოფლიო ბესტსელერები - ჯეიმს დაშნერის ,,ლაბირინთში მორბენალი" და გეილ ფორმანის ,,თუ დავრჩები", პატრიკ ზუზაკის ,,წიგნის ქურდი" და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც ქსელში გასვლის დღესვე დააყენა რიგები წიგნის მაღაზიებთან და მალევე ქართულ ბესტსელერებადაც იქცა.