"თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია" - ზურაბ ჟვანიას ვაჟი გია ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა?

 "თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია"  - ზურაბ ჟვანიას ვაჟი გია ბარამიძეს ფიზიკურად გაუსწორდა?

რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ზურაბ ჟვანიას ვაჟმა - ბესარიონმა იგივე ბუსამ, გია ბარამიძეს განაჩენი გამოუტანა და სცემა, - ამის შესახებ გაზეთი "ალია" წერს.

"გია ბარამიძე და ბუსა ჟვანია ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს ჰოლში შეხვედრიან ერთმანეთს, ბარამიძე ჟვანიას ვაჟთან მიდის და იწყებს საუბარს: "მე მამაშენის ყველაზე ერთგული მეგობარი ვიყავი, მისი სულის წინაშე მართალი ვარ, ჩემი გაზრდილი ხარ და მინდა ეს იცოდე, მამაშენისთვის არ მიღალატია"...

ბარამიძეს მონოლოგი უგრძელდება, ბუსა ჟვანია ცდილობს ბარამიძე ძალიან ზრდილობიანად მოიცილოს თავიდან, ხმადაბლა და მოკრძალებით პასუხობს: საკმარისია, დაასრულე საუბარი... მაგრამ ბარამიძე ძალ-ღონეს არ იშურებს ბუსა დაარწმუნოს, რომ ვაჟკაცია...  ბარამიძის უნამუსობით გაცეცხლებული ბუსა ჟვანია, ამდენი უსამართლობის მოსმენის ფონზე მდგომარეობიდან გამოდის და ბარამიძეს თავ-პირს უერთიანებს. ბუსა ჟვანიას ბარამიძისთვის თავში ისე ჩაურტყამს, რომ სისხლიც კი წამოსვლია. ბოლოს კი სულ პანჩურით გაუგდია ბუსას" - ნათქვამია გაზეთ "ალიას" სტატიაში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" ნინო  ჟვანია ქადაგიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მსგავსი ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიაკავა.

ამასთან, გაზეთმა კომენტარისთვის გია ბარამიძესაც მიმართა, რომელმაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. თუმცა, მოგვიანებით "ფეისბუქზე" განცხადებაა გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სახელისუფლებო არხებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრისა და ლიდერის შვილთან, (რომელიც ჩემს თვალწინაა გაზრდილი) ბუსასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ისევე როგორც ზურას ოჯახის სხვა წევრებთან (რომლებიც პირველყოვლისა, არიან ზურას გარდაცვალებით გულმოკლულები) დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება. მე ზურას საქმესთან დაკავშირებით პირველყოვლისა ის მაღელვებს, რომ კვლავ გრძელდება ზურას სახელით სპეკულაცია და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა", - წერს გიორგი ბარამიძე.

3801 ახალი შემთხვევა და 3200 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის მაჩვენებლები ბოლო 24 საათში

თელავში ავარიას 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ტრანსპორტი ჩერდება, მაღაზიები იკეტება (სურსათის გარდა), მუშაობას აჩერებს ლილოს ბაზრობა - ვრცელდება შეზღუდვების ვერსია, რომელსაც მთავრობა გეგმავს