კიდევ ორი ოქრო საქართველოს! - ქართველი გოგონების ტრიუმფი ოლიმპიურ ფესტივალზე

კიდევ ორი ოქრო საქართველოს! - ქართველი გოგონების ტრიუმფი ოლიმპიურ ფესტივალზე

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას მესამე ოქროს მედალი ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში პოლონელი ანა დაბროვსკა ლამაზი გდებით იპონზე დააგდო.

ეს 30 ივლისს, ქართველი ძიუდოისტი გოგონების მიერ მოპოვებული მეორე ოქროა - მანამდე ჩემპიონობა მზია ბებოშვილმა იზეიმა. მთლიანობაში კი, საქართველოს ანგარიშზე ფესტივალზე მოპოვებული 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია.

ფინალურ შეხვედრამდე ლიპარტელიანმა ჩეხი ვერა ზემანოვა, მაკედონიელი ამრა ფაიზულა, რუსი დანნა ნეგუჩევა და ფინელი ემილია კანერვა დაამარცხა.

"მიხარია, რომ მედალი სწორედ თბილისში მოვიგე. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, რომ არა ისინი, ამ შედეგს ვერ მივაღწევდი", - განაცხადა ლიპარტელიანმა

ოლიმპიური ფესტივალის ყველა სიახლე იხილეთ sportall.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია