რატომ უნდა დავლიოთ თბილი წყალი, როდესაც გვწყურია - სითხის მიღების წესები ცხელ ამინდში

რატომ უნდა დავლიოთ თბილი წყალი, როდესაც გვწყურია - სითხის მიღების წესები ცხელ ამინდში

როგორც მედიკოსები ამბობენ, ადამიანმა დღე-ღამეში ორ ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს, მაგრამ მას სითხეზე მოთხოვნილება სეზონურად ეცვლება. თუ ზამთარში, ძირითადად, ცხელ სასმელებს მივირთმევთ, ცხელ სეზონზე სუფთა წყლისა და ნატურალური წვენების მოთხოვნილება ჩნდება. ზოგი უპირატესობას ბუნებრივ წყალს ანიჭებს, ზოგი – მინერალურს. წყურვილის მოკვლის მიზნით, არამარტო ვიტამინებს, მინერალებსაც იღებენ, ამისთვის კი უმჯობესია წვენის, კისელის, ბურახის მიღება.

ვისაც სურს, დალიოს სითხის დიდი რაოდენობა და თანაც, დაცული იყოს ზედმეტი კალორიებისგან, მაშინ კარგია ჩაი და მცენარეული ნაყენები (პიტნა, ასკილი), რადგან ისინი ვიტამინებითაა მდიდარი და ნაკლებ კალორიულია, ხოლო გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის..

იდეალურია, თუ ყოველდღიური კვების მენიუში შეიტანთ ხილ-კენკროვან სასმელებს, მაწონს, კეფირს, მცენარეულ ნაყენებს, ჩაის და ბუნებრივ წყალს. ასევე, კარგია თუ საკვებიდან მიიღებთ ბულიონს, სუპს, ცოცხალ ბოსტნეულსა და ხილს. ორი კათხა ლუდის მირთმევაც შეგიძლიათ და ამით ყოველდღიური სითხის მიღების ნორმა შესრულებული იქნება.

დაივიწყეთ ეგრეთ წოდებული მისაღები სითხის ნორმა, რადგანაც ის დოგმა კი არა, ორიენტირია მათთვის, ვინც სითხეს არასაკმარისი რაოდენობით იღებს. თუ უკუჩვენება არ გაქვთ, მაშინ მიიღეთ იმდენი რაოდენობით სითხე, რამდენიც გსურთ.

რაც შეეხება ჩაის, მას შემდეგი სასარგებლო თვისებები გააჩნია და ამის გამო მას უდიდესი ძალა აქვს: ასუფთავებს სისხლს; ხელს უშლის ცუდ სიზმრებს; ეხმარება გონებას; კურნავს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს; შესანიშნავი წამალია გაციებისას; აქრობს ლორწოს და სინესტეს ორგანიზმში; კურნავს სურდოს; აუმჯობესებს მხედველობას; ამაღლებს განწყობას და იცავს ღვიძლის დაავადებებისგან; კურნავს შარდის ბუშტის დაავადებებს; ამსუბუქებს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას; აფხიზლებს; მატებს ენერგიეს და ამხნევებს; ადამიანებს შიშის დაძლევაში ეხმარებათ; ძლიერ ტკივილებს ასუსტებს; შინაგან ორგანოებს აძლიერებს და, რაც მთავრია, კლავს წყურვილს.

ბევრმა არც იცის, რომ სითხე, რომელსაც წყურვილის მოსაკლავად ვსვამთ, თბილი უნდა იყოს! ცივი წყლის მიღება, რასაც ბევრი მიმართავს, პირიქით, ასტიმულირებს წყურვილის გრძნობას და ზაფხულის სიცხის გადატანას უფრო მეტად ამძიმებს. რაც შეეხება ცხელ სითხეებს (ჩაის, ყავას და სხვა), ისინი აძლიერებენ ოფლის გამოყოფას, შესაბამისად, ხელს უწყობენ სითბოს გაცემას და რამდენადმე ორგანიზმის გაგრილებას.

ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყლის მიღების კონტროლი, რადგანაც წყალი ერთადერთი მარეგულირებელი ფაქტორია სხეულის ტემპერატურის. წყლის ნაკლებობის პირობებში (ანუ გაუწყლოვნების ფონზე) სხეულს გადახურებისა და სითბური დაკვრის საშიშროება ემუქრება, რადგანაც ოფლის საშუალებით ვერ ხდება სათანადო რაოდენობის სითხის გამოყოფა, შესაბამისად, ირღვევა სითბოს გაცემისა და ორგანიზმის გაგრილების პროცესი, სხეულის ტემპერატურა იმატებს. წყლის ნაკლებობის ფონზე არაერთი ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის ფუნქცია ირღვევა. წყალი ბოლოს და ბოლოს ცოცხალი ორგანიზმის არსებობის გარანტია.

მოამზადა ლალი ფაციამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია