ანა დოლიძემ ლექციების კითხვით 102500 დოლარის ანაზღაურება მიიღო - რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ანა დოლიძემ ლექციების კითხვით 102500 დოლარის ანაზღაურება მიიღო - რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მოადგილე ანა დოლიძემ, რომელიც თანამდებობაზე 2015 წლის 15 მაისს დაინიშნა, პირველი დეკლარაცია 20 ივლისს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახი თბილისში ორ ბინას ფლობს. დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალის 31 ნომერში მდებარე  80.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ანა დოლიძის 100%-იან საკუთრებაშია. ხოლო მ. კოსტავას 42ა ნომერში, 140.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა მის მეუღლეს, ირაკლი კაკაბაძეს ეკუთვნის.

ანა დოლიძე ფლობს ასევე 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანას "კია რიო"-ს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ანა დოლიძეს "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5500.00 ლარი ჰქონდა; საქართველოს ბანკის ანაბარზე 40000.00 დოლარი; საზღვარგარეთ, ტდ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 2500.00 კანადური დოლარი; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 11000.00 კანადური დოლარი; მეორე ანგარიშზე კი იგივე თანხა - 11000.00 კანადური დოლარი (1 კანადური დოლარი 1 ლარი და 75 თეთრია);

რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძის ანგარიშს, დეკლარაციის შევსებისას, მას "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 500.00 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის შემოსავლები, რომელიც მათ ერთი წლის განმავლობაში მიიღეს, ასეთია:

ანა დოლიძემ, რომელსაც პროფესორის ხარისხი აქვს, ლექციების კითხვით 102500.00 კანადური დოლარის ანაზღაურება მიიღო. ირაკლი კაკაბაძემ კი, განდის ფონდის თავმჯდომარის პოზიციაზე, ასევე ლექციების კითხვით 20 000.00 ლარი მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, ოჯახს ოთხი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ყველა ხელშეკრულება ანა დოლიძის სახელზეა.

კერძოდ, 2013 წლის 13 ოქტომბერს დოლიძემ ავტომანქანის შესაძენად ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 16 000 კანადური დოლარია. გასავლის სახით, დეკლარაციაში ამ ხელშეკრულების დადებისას 3300.00 კანადური დოლარია დაფიქსირებული.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია