მასწავლებელმა ბავშვებს ისეთი დავალება მისცა, რომ ინტერნეტვარსკვლავად იქცა

მასწავლებელმა ბავშვებს ისეთი დავალება მისცა, რომ ინტერნეტვარსკვლავად იქცა

იტალიელი მასწავლებელი ჩეზარე კატა, ქალაქ ფერმოდან, მართლაც საქვეყნოდ ცნობილი გახდა იმ საშინაო დავალებით, რომელიც თავისი მოსწავლეებისთვის შეადგინა. მან 15 პუნქტად ჩამოაყალიბა, თუ რა უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა ზაფხულში. ეს საშინაო დავალება ათობით ათასმა ადამიანმა ნახა და მოიწონა, ალბათ, დამსახურებულად. ნახეთ თავად. მათი შესრულება ზრდასრულ ადამიანებსაც დიდი სიკეთეს მოუტანს.

15 პუნქტი ზაფხულისთვის ჩეზარე კატასგან:

1. დილაობით ზღვის სანაპიროზე ისეირნეთ მარტომ, წყალზე მზის ციალს უყურეთ და იმაზე იფიქრეთ, რაც გაბედნიერებთ.

2. ეცადეთ, ახალი სიტყვები გამოიყენოთ, რომლებიც ამ წელს ვისწავლეთ. რაც მეტ ახალ-ახალ სიტყვას გამოიყენებთ საუბრის დროს, მით უფრო საინტერესოდ იფიქრებთ, ხოლო რაც მეტი ფიქრი და აზრი გექნებათ, მით უფრო თავისუფალი იქნებით.

3. იკითხეთ! ბევრი, რამდენსაც შეძლებთ. და არა იმიტომ, რომ ვალდებული ხართ. იკითხეთ იმიტომ, რომ ზაფხული საუკეთესო შთაგონებაა ოცნებებისა და თავგადასავლებისთვის, კითხვა კი – ნამდვილი ფრენა. იკითხეთ, რადგან ეს ბუნტის საუკეთესო ფორმაა (იმის გასაგებად, თუ რა უნდა წაიკითხოთ, მე მომმართეთ).

4. მოერიდეთ ყველაფერს, რასაც თქვენთვის ნეგატივი და სიცარიელის განცდა მოაქვს (ნივთებს, სიტუაციებსა და ადამიანებს). იპოვეთ შთაგონება და მეგობრები, რომლებიც სულიერად გამდიდრებენ, რომელთაც ესმით თქვენი და გაფასებენ ისეთს, როგორიც ხართ. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია