ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში

ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ინტერპოლი აღარ ეძებს - სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი წითელი ცირკულარიდან ამოიღეს. მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ინტერპოლის­ გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება ქართული მხარის არგუმენტების გაცნობის გარ­ეშე მიიღო. სხვათა შორის, პროკურატ­ურ­ისგან ანალოგიური განმარტება რამდენიმე­ თვის წინ, ზურაბ ადეიშვილის შემთხვ­ევაშიც მოვისმინეთ, თუმცა ვინ ან რა ფაქტორი უშლის უწყებას ხელს, რომ ინტერპოლს არგუმენტები დროულად, გადაწყვეტილების მიღებამდე მიაწოდოს, გაუგებარია.

"საქ­ა­რთველოს მთავარი პროკურატურა­ გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე­ დაყრდნობით მოითხოვოს დავით კეზერაშვ­ილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა... მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის­ საფუძველზე, კეზერაშვილის საქართ­ველოში ექსტრადიციის საკითხს ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხი­ლავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქა­რთველოს მთავარი პროკურატურა­ აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებუ­ლი­ სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის­ მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასა­ლებს", - ნათქვამია პროკურატურის ­განცხადებაში, დამატებითი განმარტებისგან­ კი უწყებაში თავს იკავებენ.

კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდე­ლი­­: - ინტერპოლის გადაწყვეტილებას წინ ჩვენ მიერ გადაგზავნილი მტკიცებულებები­ უძღოდა, რის შემდეგაც კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გაუქმდა.­ ისეთმა კომპეტენტურმა და სანდო­ ორგანიზაციამ, როგორიც ინტერპოლია, არგუ­მენტირებულად დაას­აბუთა, რომ კეზე­რაშვილის მიმა­რთ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა­ ხორციელდებოდა. მსგავს გადაწყვეტილებებს ინტერპოლი იშვიათად იღებს, საქართველოსთვის კი ეს უკვე მეორე პრეცედენტია.

- პროკურატურა საერთაშორისო ძებნის­ აღდგენის მოთხოვნით ინტერპოლში დამატებითი­ დოკუმენტაციის გადაგზავნას აპირებს, ასევე ცნობილი ხდება, რომ მისი ექსტრადი­რების საკ­ითხზე გაერთიანებული სამეფოს სასამართლოსთან თანამშრომლობს.

- როგორც უნდა ეცადონ, კეზერაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ამაზე უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ და მერწმუნეთ, პროკურატურის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. სხვათა შორის, პროკურატურამ ინტერპ­ო­ლი ვერც იმაში დაარწმუნა, რომ ექსპრე­ზ­იდენტ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა დაეწყო:

"სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადა­წყვეტილება არ იქნა მიღებული. საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს საჭირო მასალებს და გეგმავს, მიმართოს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაც", - განმარტავენ პროკურატურაში.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ცუდი კომბინაციები თამაშდება, ყველაფერი თავდაყირა დადგა და აბსურდის თეატრს დაემსგავსა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ კეზერაშვილის მიმართ დევნის შეწყვეტას ისევ ინტერპოლს გადააბრალებდა და ამით საკუთარ დანაშაულს გამოისყიდდა, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხვდება. არა მხოლოდ პროკურატურამ, პოლიტი­კურმა ელიტამ ვერ მოახერხა ახსნა-განმარტების მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ჩემი აზრით, ინტერპოლის გა­დ­ა­­წყვეტილებებში მნიშვნელოვანი­ როლი ევრ­ოპარლამენტში მიღ­ებუ­ლ­მა რეზოლუციებმა ითამაშა, რაც მმართველი გუნდის დანაშაულია. პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეც უნდა გადანაწილდეს, რომელთა მოქმედებები დიდი ხანია მორალის ფარგლებს გასცდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ