დასჯა და სამართლის აღსრულება განუყრელად არის დაკავშირებული სახელმწიფოებრიობასთან, თუმცა ჯერ კიდევ სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე იყენებდნენ ადამიანები დასჯისა და წამების მძიმე ფორმებს. დასჯისა და წამების ძველ მეთოდებზე სასაუბროდ ისტორიკოს გია ანჩაბაძეს მივმართეთ. ამჯერად დავინტერესდით, რა სასჯელი იყო საქართველოში დაწესებული ჯარში გამოუცხადებლობის გამო. ზოგიერთი დასჯის მეთოდი, მაგალითად, გლეხთან მიმართებაში, გარკვეულწილად სასაცილოც კია, თუმცა მეტწილად, პასუხისგებაც მტკივნეული იყო.
ჯარში გამოუცხადებლობისთვის დაწესებული სასჯელი
ფორმების მიხედვით, არათანაბარი დასჯა იყო ჯარში გამოუცხადებლობის გამო, ანუ სასჯელი თავადიშვილისთვის, აზნაურისთვისა და გლეხისთვის ერთმანეთისგან განსხვავებული იყო.
საქართველოს რეგულარული ჯარი არასდროს ჰყავდა, ის მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში ჩნდება, მანამდე კი იყო ფეოდალური ლაშქარი, რომლის შემადგენელი ნაწილი ომის დროს გაწვეული ადამიანები იყვნენ.
როგორც მეთვრამეტე საუკუნის ცნობებიდან ირკვევა, ჯარში დაგვიანების გამო თავადიშვილს უნდა გადაეხადა ფულადი ჯარიმა, აზნაურსა და შეძლებულ გლეხს საკლავსა და კოკა ღვინოს წაართმევდნენ და ბეჭებში ოცი ჯოხი ერგებოდათ.
რაც შეეხება ღარიბ გლეხს, ვისაც საკლავი არ ჰყავდა, ერთ კოკა ღვინოს ართმევდნენ და ორმოცი ჯოხით სჯიდნენ.
ჯარში არგამოცხადების გამო ფიზიკური დასჯა ჩვენთან მეთვრამეტე საუკუნეში შემოვიდა და როგორც ჩანს, რუსეთის გავლენით, რადგან წყაროებში ამას რუსულად წკეპლაში გატარება ეწოდებოდა.
თეა ესებუა
AMBEBI.GE