ძლიერი ხანძრის კიდევ ერთი კერა თბილისში: ელიავაზე საღებავების საწყობი იწვის

 ძლიერი ხანძრის კიდევ ერთი კერა თბილისში: ელიავაზე საღებავების საწყობი იწვის

დიდუბეში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ბრიგადა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან აფეთქების საშიშროება არსებობს.

ცეცხლთან ერთად ტერიტორიაზე ძლიერი შავი კვამლია.

ასევე იხილეთ| ძლიერი ხანძარი სპორტის სასახლესთან - ხანძრისა და ლიკვიდაციის ამსახველი ფოტომასალა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია