ვახტანგ გომელაური ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. რამდენიმე კვირის უკან კი შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა.
ჩინოვნიკის რანგში ვახტანგ გომელაურმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 20 მაისს შევასო. იმ პერიოდში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ოჯახის წევრთა გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - ნინო კუდუხაშვილი, შვილები - ანა და ლუკა გომელაურები. ვახტანგ გომელაურის საკუთრებაში ვარკეთილში მდებარე, 64კვ/მ ფართობის ბინა ფიქსირდება, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაში იმავე მისამართზე არსებული 88 კვ/მ ფართობის ბინა. მეუღლის სახელზეა 1998 წლის გამოშვების ავტომობილი - Honda CRV. რაც შეეხება გომელაურის ფინანსურ ანგარიშებს: ბანკ "ქართუში" სახელფასო ანგარიშზე - 4 300 ლარი, ხოლო "თი-ბი-სი" ბანკში მიმდინარე ანგარიშზე - 150 დოლარი. დეკლარაციის შევსების დროს ვახტანგ გომელაურს 10 000 აშშ დოლარი და 7 000 ლარი ჰქონდა. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე ყოფნისას გომელაურის წლიურმა შემოსავალმა 8862.30 ლარი შეადგინა.
მორიგი დეკლარაცია ვახტანგ გომელაურმა 2014 წლის 27 მაისს კვლავ შს მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო. უძრავი ქონება უცვლელია. გომელაურის სახელფასო ანგარიშზე ბანკ "ქართუში" - 5306.19 ლარი, ხოლო "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 120 დოლარი ფიქსირდება. დეკლარაციის შევსების მომენტში გომელაურს 20 000 აშშ დოლარი და 14 000 ლარი ჰქონდა. მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას მისმა წლიურმა შემოსავალმა 84112.34 ლარი შეადგინა.