"დე­და­ჩემს ის ახ­ლაც ჩვენ­ზე მე­ტად უყ­ვარს..." - ინტერვიუ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილთან

"დე­და­ჩემს ის ახ­ლაც ჩვენ­ზე მე­ტად უყ­ვარს..." - ინტერვიუ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილთან

"მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან უკ­ვე 32 წე­ლი გა­ვი­და. ადა­მი­ა­ნებს მის ხსე­ნე­ბა­ზე თვალ­ზე ცრემ­ლი ად­გე­ბათ. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე, თუ რა­ტომ ხდე­ბა ეს. მივ­ხ­ვ­დი, რომ ადა­მი­ა­ნებს სი­კე­თე ენატ­რე­ბათ"... - ამ­ბობს ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე, რომელიც მი­იჩ­ნევს, რომ მი­სი უპირ­ვე­ლე­სი "სტა­ტუ­სი" - ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლო­ბაა. 14 ივლისს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა - დიდი მწერალი 89 წლის გახდებოდა. წაიკითხეთ, ქეთევან დუმბაძის მოგონებები მამაზე....

"მა­ნა­ნა, ჩე­მი და ძა­ლი­ან ამა­ყობს, რომ ერ­თა­დერ­თი ბავ­შ­ვი იყო, ვი­საც მა­მამ პო­ე­მა და­უ­წე­რა. გავ­ჩ­ნ­დი მე და წა­მო­ვი­და უკ­ვე ჩემ მი­მართ მოძღ­ვ­ნი­ლი ლექ­სე­ბი. შემ­დეგ იყო შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი ლექ­სე­ბი... ამ ლექ­სებს გვი­კითხავ­და და რო­მელ­ზეც ვე­უბ­ნე­ბო­დით, - მა­მა, კი­დევ წაგ­ვი­კითხე-თქო, - მე­ო­რე დღეს გა­ზეთ­შიც ვპო­უ­ლობ­დით, მაგ­რამ რო­მელ­ზეც რე­აქ­ცია ნაკ­ლე­ბი გვქონ­და, იმას ხევ­და და აგ­დებ­და. გა­მო­დის, ჩვენ მი­სი ცენ­ზო­რე­ბი ვი­ყა­ვით. მახ­სენ­დე­ბა, მი­სი ოთა­ხის კა­რი ყო­ველ­თ­ვის უნ­და მიგ­ვე­ხუ­რა და რო­ცა დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბო­და ამის გა­კე­თე­ბა, გა­მოგ­ვ­ძა­ხებ­და: მა­მა, კა­რი მი­ხუ­რე, ხომ იცი, რომ მზეს ვაგ­რო­ვე­ბო. მი­სი ოთა­ხი "ჭავ­ჭა­ვა­ძის" მხა­რეს გა­მო­დის და მთე­ლი დღე მზე ედ­გა. თვი­თონ ამას სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბით, გუ­ლის ინ­ფარ­ქ­ტით ხსნი­და - სულ მცი­ვა­ნა გახ­და და ამ­ბობ­და, სით­ბო მსი­ა­მოვ­ნებ­სო. სა­გუ­რა­მო­შიც ერ­თი ად­გი­ლი ჰქონ­და, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის მზე იდ­გა და იქ ეფიცხე­ბო­და ხოლ­მე.

- რო­ცა სკო­ლას ამ­თავ­რებ­დი, პრო­ფე­სია უნ­და აგერ­ჩია. რო­გორ ხვდე­ბო­და შენს გა­ტა­ცე­ბებს?

- სკო­ლის პე­რი­ო­დი უნ­და გა­ვიხ­სე­ნო: ქი­მი­ა­ში ერთ-ერთ მე­ოთხედ­ში გა­მომ­ყ­ვა ორი­ა­ნი. მა­მას გაბ­რა­ზე­ბულ­მა დე­დამ უთხ­რა, - შენს შვილს ორი­ა­ნი გა­მოჰ­ყ­ვა ქი­მი­ა­შიო. მა­მა, მო­დი აქო, - და­მი­ძა­ხა და მითხ­რა: "კარ­გად თუ არ ის­წავ­ლი, მეცხ­რე კლა­სის მე­რე "ფე­ზე­უ­ში" (პროფ­ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი. - რედ.) გაგ­გ­ზავ­ნიო. მე­ა­თე­ში ვარ უკ­ვე-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე (ი­ცი­ნის)... რაც შე­ე­ხე­ბა გა­ტა­ცე­ბებს, მე­ა­თე კლას­ში ძა­ლი­ან ჩა­ვერ­თე ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში და იმ­დე­ნად მო­მინ­და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ზე ჩა­ბა­რე­ბა, რომ სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის კურ­სებ­ზე გაკ­ვე­თი­ლე­ბის მე­რე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ვეს­წ­რე­ბო­დი ლექ­ცი­ებს. მე­რე უცებ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ რე­ჟი­სო­რო­ბა მინ­დო­და. რო­ცა სახ­ლ­ში ეს ვთქვი, ნო­დარ­მა მი­პა­სუ­ხა: კი, მა­მა, რო­გორც გინ­და, მაგ­რამ ჩემს არ­ქივს ვინ მი­ხე­დავ­სო? - ბო­ლოს თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა... დავ­ფიქ­რ­დი და მივ­ხ­ვ­დი, რომ სა­ბუ­თე­ბი ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე უნ­და შე­მე­ტა­ნა და მი­სი არ­ქი­ვის­თ­ვის მი­მე­ხე­და.

- ე.ი. ახ­ლა მი­სი არ­ქი­ვის მცვე­ლი ხარ?

- არ­ქი­ვის მცვე­ლი ვარ, მაგ­რამ მი­სი შემ­ქ­მ­ნე­ლი დე­და­ჩე­მია. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, მას შე­ნა­ხუ­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი, ჯერ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი მი­მო­წე­რა - ყო­ველ­დღე უგ­ზავ­ნი­და წე­რი­ლებს; ასე­ვე შე­ნა­ხუ­ლია ცი­ხი­დან მო­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი, შემ­დეგ უკ­ვე ნო­და­რის, რო­გორც მწერ­ლის­თ­ვის, გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი. ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით 50 შეკ­ვ­რაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ხა­რის­ხე­ბუ­ლი აქვს, ჩაკ­რუ­ლი. თუ­კი რა­მეს შე­ხე­ბია მა­მა, რაც კი გა­დარ­ჩა, ყვე­ლა ნივ­თი და ტან­საც­მე­ლი დღე­საც სახ­ლ­შია. მი­სი უჯ­რა, სა­დაც მი­სი ნივ­თე­ბი დევს, ახ­ლაც "ცოცხა­ლი­ა". დე­და დღე­საც გვე­უბ­ნე­ბა, - მკვდა­რი რო­მაა, მა­ინც თქვენ­ზე მე­ტად მიყ­ვარ­სო... ჩვენ ეს არ გვწყინს და არც გვიკ­ვირს, რად­გან ბავ­შ­ვო­ბი­დან გვეს­მის წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია