გაფიცულ მძღოლებს რვა მოთხოვნა აქვთ

გაფიცულ მძღოლებს რვა მოთხოვნა აქვთ

სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს რვა ძირითადი მოთხოვნა აქვთ. მძღოლები მოითხოვენ:

კომპანიასა და მძღოლებს შორის დადებული ხელშეკრულებების გადახედვას;

მიკროავტობუსების ზუსტი ღირებულების და გადასახადის თანხის გასაჯაროებას;

მიკროავტობუსის საპატიო მიზეზის გამო გაჩერების შემთხვევაში ფულადი თანხის არ დაგროვებას;

ავტომანქანის მოიჯარის მიერ მინდობილ პირზე გადაფორმების შემთხვევაში ნამუშევარი წლების განმავლობაში თანხის ჩათვლას ახალ მეწარმეზე;

შაბათ-კვირას და უქმე დღეებზე შესატანი თანხის დღიური გეგმის დაკლებას სეზონურად ზამთარსა და ზაფხულში; ზეთის შეცვლის, ტექნიკური მომსახურების, რემონტის დადგენილ ვადებში განხორციელებას მძღოლის მიერ არჩეული ტექმომსახურების ობიექტზე;

გაჩერებულ დღეებზე ძველი ვალების ჩამოწერასა და უსაფრთხოების სამსახურის უფლებების გადახედვას.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ დაიშლებიან იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ამ დროისთვის მძღოლები შავი ზღვის უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, #32 სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, სულ გაფიცულია 40-მდე ხაზი, რომლებიც დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან და გლდანიდან გადაადგილდებიან თბილისის უბნებში.

"მოვითხოვთ, რომ ადამიანური პირობები გვქონდეს. წარმოუდგენლად მაღალი გვაქვს დღიური გეგმა, რომელსაც ვერ ვასრულებთ, რადგან ხარჯი უფრო მეტი გვაქვს. საწვავს ჩვენ ვასხამთ, მანქანას ჩვენ ვაკეთებთ. მოვითხოვთ, რომ მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები, შეგვხვდნენ იმაზე, რომ ადამიანურ პირობებში ვიმუშაოთ", - აცხადებენ მძღოლები.

მათივე თქმით, სამარშრუტო ტაქსები დღეს დილიდან არ მოძრაობენ დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან და გლდანიდან. მძღოლების ინფორმაციით, სულ 40-მდე ხაზია გაფიცული. მძღოლები აცხადებენ, რომ გაფიცვებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ. გაფიცულთა აქცია, დიღმის მასივში, შავი ზღვის უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია