როგორი იყო 90-იანი წლების ნამდვილი კრიმინალის ატრიბუტიკა

როგორი იყო 90-იანი წლების ნამდვილი კრიმინალის ატრიბუტიკა

90-იანი წლები ნამდვილი გამოცდა იყო პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. განსაკუთრებით რუსეთსა და საქართველოში აყვავდა რეკეტი, ყაჩაღობა, ქურდობა. კრიმინალის აღკვეთას პოლიცია ვერ ახერხებდა. გახსოვთ როგორი ატრიბუტიკით შეიძლებოდა ამოგეცნოთ ”ძმა ბიჭი” 90-იან წლებში?

ავტომობილი

ვაზ 2109. "დევიატკა" გაცილებით პოპულარული იყო, ვიდრე "ვასმიორკა", რადგან მასში უფრო მარტივად ეტეოდა ხუთკაციანი "ბანდა".

BMჭ 5, რომელიც 1988 წლიდან 1995 წლამდე იყო გაყიდვაში, მაღალსიჩქარიანი ძრავით საკმაოდ დინამიურ მახასიათებლებს ფლობდა. ამასთან, ავტომობილი გამოირჩეოდა მაღალი უსაფრთხოებით.

Mercedes S 600. "მერსედესის" ეს მარკა ისეთივე პატივში იყო, როგორც თავის დროზე "ვოლგა" და "ჩაიკა". პრინციპში, სწორედ ეს მოდელი იქცა საქართველოს კრიმინალური ხანის სიმბოლოდ.

იარაღი

ძირითადად კრიმინალები იმ იარაღს ხმარობდნენ, რომლის შოვნაც მარტივად შეიძლებოდა. მაგრამ ზოგჯერ მათთვის იარაღს სპეცშეკვეთით ამზადებდნენ.

მაკაროვის პისტოლეტი

მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ჯარის შეიარაღებაში შედის 1951 წლიდან რუსეთში, ჩინეთში და ა.შ. მის კონსტრუქციაში გამოყენებულია გერმანული 7,65 მილიმეტრიანი "უოლტერის" ნიმუში.

ხელნაკეთი იარაღები

თეორიულად, ხელნაკეთი იარაღით უფრო ნაკლები იყო შანსი სასჯელის მიღებისა, ვიდრე სერიული ნომრის მქონე იარაღის ქონის შემთხვევაში, ამიტომ კრიმინალები ხშირად ხელნაკეთ იარაღს ანიჭებდნენ უპირატესობას.

იმიჯი

ტყავის ქურთუკი ერთ-ერთი აუცილებელი ვიზუალური ესთეტიკის მქონე სამოსი იყო კრიმინალებისთვის. ამავე კატეგორიაში გადიოდა შავი პალტო, აქსესუარებიდან აუცილებლობას წარმოადგენდა მასიური ოქროს ყელსაბამი. ვარცხნილობის მხრივ, კრიმინალები უპირატესობას მოკლე ან საერთოდ გადაპარსულ ვარცხნილობას ანიჭებდნენ, ხოლო სხეულზე ტატუებს თავიანთი ისტორია გააჩნდათ. ძირითადად სვირინგები ციხეში კეთდებოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია