"თბილისის მიკროავტობუსის" განმარტება ასამდე სამარშრუტო ტაქსზე ბუნებრივი აირის ბალონების ჩამონტაჟებასთან დაკავშირებით

"თბილისის მიკროავტობუსის" განმარტება ასამდე სამარშრუტო ტაქსზე ბუნებრივი აირის ბალონების ჩამონტაჟებასთან დაკავშირებით

ცნობილი გახდა, რომ თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილს, "თბილისის მიკროავტობუსების" გადაწყვეტილებით, ბუნებრივი აირის ბალონები ჩაუმონტაჟეს, რამაც საზოგადოება ააღელვა. როგორც პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში შალვა ოგბაიძე ამბობს, ბუნებრივ აირზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი "მოსიარულე ბომბებია".

რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები მიკროავტობუსების გაზზე გადაყვანისას და როგორ რეაგირებს "თბილისის მიკროავტობუსი" საზოგადოების სკეპტიკურ შეფასებებზე,  - ამ კითხვებზე AMBEBI.GE-ს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მიქიაშვილი ესაუბრა.

- ჩვენ გაგვაჩნია ოქსფორდის უნივერსიტეტის ენერგეტიკული კათედრის კვლევა, რომლის თანახმად, 2008 წლის კრიზისის შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომზადდა ტრანსპორტის ბუნებრივ აირზე გადაყვანის სპეციალური სქემა, რადგან მოგეხსენებათ, 2008 წელს საწვავი ძალიან გაძვირდა და შესაძლებელი იყო, მსოფლიოს მასშტაბით მუნიციპალურ ტრანსპორტზე ღირებულების გაზრდა მომხდარიყო, რაც ბუნებრივია, ძალიან ცუდ პროცესებს გამოიწვევდა.

- რატომ მოხდა მხოლოდ ასი სამარშრუტო ტაქსის გადაყვანა და არა მთლიანი ავტოპარკის?

- ჩვენთან შეიქმნა საპილოტე პროგრამა და სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის აკრედიტებულ კომპანიებში მოხდა მხოლოდ ასი მანქანის გადაყვანა ბუნებრივ აირზე. ეს მოხდა უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა ნორმის დაცვით. ავტომობილების გაზზე გადასვლის შემდეგ მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მიეცათ საგამოცდო ვადა, რის შემდეგაც ეს მანქანები გარკვეული პერიოდი გადაადგილდებოდნენ მგზავრების გარეშე. მხოლოდ საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ მოხდა მათი ხაზებზე გაყვანა.

ყველა დაინტერესებულ პირს, კომპანია აძლევს აბსოლუტურ გარანტიას, რომ ყველა ეს ავტომობილი არის სრულიად უსაფრთხო, რადგან ყველა სახის ტექნიკური ცვლილება განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. რაც შეეხება იმას, რომ ვითომდა კუსტარულად მოხდა გაზის ბალონების დაყენება, ეს არის სიცრუე, ვინაიდან ბუნებრივი აირი დამონტაჟდა იმ კომპანიებში, რომელთაც აქვთ და სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის აკრედიტაცია.

- გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი აირი გაცილებით იაფია, ვიდრე საწვავი, ხომ არ იგეგმება იმ სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის გაზრდა, რომელიც ბუნებრივ აირზე იმუშვებს და ხომ არ განაპირობებს ავტომობილების გაზზე გადაყვანა მგზავრობის ღირებულების შემცირებას?

- ბუნებრივ აირზე მოსიარულე სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის გაზრდა ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან ამ დროისთვის საწვავის ფასი დაწეულია, თანაც ის ასი მანქანაც მხოლოდ საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადავიდა ბუნებრივი აირზე და ამჟამად ეს პროგრამა გაჩერებულია. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ცვლილებები არ იგეგმება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია