სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეები, რომელიც ზაფხულში გველის

სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეები, რომელიც ზაფხულში გველის

ზაფხულში მაღალი ტემპერატურის გამო ერთი-ორად იზრდება სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეების რაოდენობა. ამ სიაში პირველ ადგილს ხანძარი იკავებს. სპეცილისტების თქმით, კიდევ ერთი საფრთხეა გაზისა და წყლის გამაცხელებლები. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, გაზის გაჟონვაზე გამოძახებები მაინც აქტუალურია. გახშირებული ავარიების გამომწვევ მიზეზებს შორის როგორც ექიმები ამბობენ, ზაფხულში შესაძლოა მაღალი ტემპერატურისგან გამოწვეული გონების დაბინდვა და სხეულის გადახურებაც ჩაითვალოს, რაც სრულიად მოულოდნელად ემართება ადამიანს და დაზღვეული არავინაა.

AMBEBI.GE ზაფხულში მოსალოდნელი სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეებით დაინტერესდა და შესაბამის სპეციალისტებს ესაუბრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის თქმით, ზაფხულში სერიოზული პრობლემაა ხანძარი და ყველაზე მეტი გამოძახება სწორედ მასზე მოდის: "გაზაფხული ცოტა წვიმიანი იყო, ამის შედეგად დიდი ბალახი გაიზარდა, ახლა ის ბალახი ხმება და ბოლო ერთი თვეა ძირითადი გამოძახება არის ბალახზე, ნაგავზე და ტყის მასივებზე წაკიდებულ ცეცხლზე. 24 საათის განმავლობაში ასამდე შეტყობინება შემოდის ბალახთან და ხე-ტყესთან დაკავშირებით.

"მაგალითად დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლს ძალით უკიდებენ, მერე ამაზე არის გამოძახებები, რაც ქმნის ხანძრის საფრთხეს. ხშირად ხანძარი სწორედ მოსახლეობის დაუდევრობის და არასწორი მოპყრობის გამო ხდება. ცოტა ხნის წინ კუმისში მომხდარი ხანძრის მიზეზიც დაუდევრობა გახდა. იქ ასული იყო ერთ-ერთი მაცხოვრებელი, გადაწყვიტა მიმდებარე ტერიტორიის დალაგება, მოაგროვა ბალახი, მოუკიდა ცეცხლი და ბოლოს ისე უცებ მოედო ტერიტორიას, რომ მთელი კუმისი გადაწვა.

ხანძრის გარდა, ყველა სეზონზე და ზაფხულშიც აქტუალურია გაზთან დაკავშირებული აფეთქებები. მაგალითად, ორი დღის წინ დარეკეს, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელში გაზის სუნი იდგა, მივედით და ვნახეთ, რომ ბინაში ვიღაც ქირით ყოფილა, ბინის დაცლის შემდეგ თან წაუღია გაზის გამათბობელი, მილი კი, საიდანაც სუნი გამოდიოდა, იქვე დაუგდია, სუნი რომ არ ეგრძნო ხალხს და დროულად რომ არ მივსულიყავით, კორპუსს ჰაერში აწევდა.

ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა ძველი ელექტრო-გაყვანილობები. საერთო სახურავებზე გაზისა და წყლის არასწორად დამონტაჟებული მილები აქვთ, ხის კონსტრუქციებში გადის მილები, რომელიც ადვილად ხურდება და შემდეგ ცუდ შედეგებამდე მივდივართ. ეს ქმნის როგორც გაზის გაჟონვის, ისე ხანძრის წარმოქმნის საშიშროებას", - ამბობს დავით გელაშვილი.

ავტოსაგზაო შემთხვევები წლის ნებისმიერ დროს ხდება, თუმცა მედიკოსების თქმით, ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს, ავარიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხეულის გადახურება გახდეს. ამ დროს ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს და ეს ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდეს.

"გარემოს მაღალი ტემპერატურა ზოგადად დისკომფორტის შემქნელია ყველასთვის, მზისგან ორგანიზმი იღებს მზის დაკვრას, თუმცა მისგან განსხვავებით არსებობს გადახურება, ანუ სითბური დარტყმა, რომლის დროსაც აუცილებელი არ არის მზეზე ყოფნა. ამ დროს ხდება სხეულის სითბოს წარმომქმნელი პროცესის დარღვევა, ოფლი არ გამოიყოფა და ორგანიზმი გადახურდება", - ამბობს ექიმი-თერაპევტი მედეა ტუღუში.

მისი თქმით, სითბური დაკვრის მიღება უფრო მარტივია, ვიდრე მზის, რადგან სითბურ დაკვრას სხეული დახურულ შენობაშიც იღებს.

"სითბური დარტყმის ნიშნებია ტახიკარდია, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, გულის წასვლა და ა.შ. ეს სიმპტომები თუ მძღოლს აქვს, ბუნებრივია მისი რეაქცია მოძრაობისას იქნება შენელებული.

"ამ დროს ავარიის გამომწვევი ორი მომენტია: ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომ ადამიანი მაღალი ტემპერატურის დროს, იგივე მძღოლი თავს ცუდად გრძნობს, ოფლიანია, გული უჩქარდება, ხოლო მეორე მომენტი თვითონ გადახურებაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენელებული რეაქცია, რის შედეგადაც ხდება ავტოავარია.

დადგენილია, რომ გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს იმპულსის გადაცემა შენელებულია და შესაბამისად ადამიანის რეაქცია არ არის ისეთი სწრაფი, როგორც ჩვეულებრივი ტემპერატურის დროს, აქედან გამომდინარე, მანქანებში უნდა იყოს კონდიცირება, არ უნდა იყოს უჟანგბადობა და თუ მძღოლი ოდნავადაც შეუძლოდ იგრძნობს თავს, ავტომობილი უნდა გააჩეროს და ჰაერზე გადმოვიდეს", - ამბობს მედეა სტურუა.

თაკო ესებუა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია