ნეშვილში ცულით შეიარაღებული მამაკაცი კინოთეატრში შეიჭრა

ნეშვილში ცულით შეიარაღებული მამაკაცი კინოთეატრში შეიჭრა

ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში მდებარე კინოთეატრზე შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდასხმა განახორციელა, შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

"ბიბისის" ცნობით, მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. მას ხელში ცული და ცრემლსადენი აეროზოლი ეჭირა. სახე კი ნიღბით ჰქონდა დაფარული. სამართალდამცველთა განცხადებით, იგი 29 წლის ადგილობრივი, ვინსენტ დევიდ მონტანოა.

წინასწარი ვერსიით, თავდამსხმელს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ოთხჯერ გაიარა მკურნალობის კურსი. თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა, პოლიციამ მას ესროლა, შედეგად ის დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა