სამარშრუტო ტაქსების მასშტაბური გაფიცვა თბილისში: მძღოლების მოთხოვნები და მოლაპარაკების დეტალები

სამარშრუტო ტაქსების მასშტაბური გაფიცვა თბილისში: მძღოლების მოთხოვნები და მოლაპარაკების დეტალები

თბილისში სამარშრუტო ტაქსების ნაწილი გაფიცვას აგრძელებს. მძღოლები "თბილისის მიკროავტობუსის" დიღმის ფარეხთან არიან შეკრებილები, სადაც, მძღოლების ინფორმაციით, მობილიზებულია პოლიციაც.

შეხვედრა გაფიცულ მძღოლებსა და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" შორის დაახლოებით ერთი საათია, დაიწყო. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები მძღოლების მოთხოვნებს განიხილავენ; კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კი აღნიშნულ მოთხოვნებთან და გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანიის პოზიციას წარმოადგენს.

სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება მიიღეს და გააგრძელებენ თუ არა მძღოლები გაფიცვას.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები "თბილისის მიკროავტობუსისგან" ყოველდღიური გეგმის შემცირებას ითხოვენ. სამარშრუტო ტაქსები დღეს დილიდან არ მოძრაობენ დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან, გლდანიდან, ვაზისუბნიდან. მათ სხვა სამარშრუტო ხაზების მძღოლებიც უერთდებიან.

AMBEBI.GE შეეცადა მოეპოვებინა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი სამარშრუტო ტაქსები არიან ამჟამად გაფიცულები, თუმცა ამ ინფორმაციას მოცემული მომენტისთვის "თბილისის მიკროავტობუსი" ვერ გვაძლევს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია