საერთაშორისო ცენტრის "ინვესტიციური სტრატეგიების" თავმჯდომარის ამრამ პეტროსიანის განცხადებით, მსოფლიოს სომხური დიასპორის მიერ გამოყოფილია ფული, რომელსაც აფხაზეთის განვითარებისთვის გამოიყენებენ.
"მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ის დაუმსახურებლად რჩება საინვესტიციო შემოსავლების და პროექტების გარეშე, რომელიც სერიოზულ ბიძგს მიცემდა ქვეყნის განვითარებას. ნეგატიურ როლს თამაშობენ 1992 წლის ომის მოგონებები და ქართული პროპაგანდის სხვადასხვა ლეგენდები, რომლებიც ცდილობს, ნებისმიერი პოზიტიურ წამოწყებას ხელი შეუშალოს აფხაზეთში. ამასთან, აფხაზეთი ფლობს წარმოუდგენელ გეოგრაფიულ და ბუნებრივ კლიმატურ პოტენციალს. ეს არის ფენომენალური შეხამება მთების, ზღვის, სუბტროპიკის და უნიკალური ლოჯისტიკის. ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ქვეყანას განვითარებაში ხელს ინვესტიციების არქონა უშლის.
აფხაზები ძალიან ჭკვიანი და ხალხია, მაგრამ მათ ჯერ არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევების გაკეთება ამ მიმართულებით. ამისთვის საჭიროა ფული, რაც რესპუბლიკას არ გააჩნია. ჩემი აზრით, გამოსავალი აფხაზეთის მეგობარი ეთნიკური დიასპორების სახსრების მოძიებაა. აქ კი, პირველ რიგში, მახსენდება მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია და მეგობრობა აფხაზი და სომეხი ხალხებს შორის.
დღეისათვის, ფინანსური ანალიტიკოსების გამოთვლით, მსოფლიო სომხური დიასპორის ინვესტიციური პოტენციალი 400 მილიარდ დოლარს შეადგენს. წარმოიდგინეთ, ამ ფინანსების პატარა ნაწილი მაინც რომ აფხაზეთის ეკონომიკისკენ მიიმართოს, ეს მოახდენს ნამდვილ რევოლუციას რეგიონის ეკონომიკურ სურათში და ყველაზე ამბიციური პროექტების განხორციელების საშუალებას შექმნის. მაგალითად, თავისუფალი ეკონომიკური ზონის, პორტების აღდგენა და მოდერნიზაცია, ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის განვითარება, მსხვილი აგრარული კომპლექსის მთელი ციკლის შექმნა. და კიდევ მრავალი რამის გაკეთებაა შესაძლებელი საკმარისი ფინანსებით. წინ ბევრი სამუშაოა და ის წარმატებულად ჩაივლის," - აცხადებს პეტროსიანი.
ორიგინალი ლინკი