"მე ის დედა ვარ, გათხოვების დღიდან რომ შვილზე ოცნებობს"… - ერთი ქართველი დედის ემოციური წერილი

"მე ის დედა ვარ, გათხოვების დღიდან რომ შვილზე ოცნებობს"… - ერთი ქართველი დედის ემოციური წერილი

მე ის დედა ვარ – გათხოვების დღიდან რომ შვილზე ოცნებობს…

მე ის დედა ვარ – ერთი თვის მერე ორსულად რომ არ იყო და თავი უშვილო ეგონა…

მე ის დედა ვარ – წლები რომ გაატარა შვილის ლოდინში…

მე ის დედა ვარ – ორსულობა რომ შეიტყო და ცრემლები ღვარა…

მე ის დედა ვარ – ცხრა თვის მანძილზე სულ რომ ეგონა, ბავშვს რაღაც უჭირდა…

მე ის დედა ვარ – ექოსკოპიის გადაღებიდან მხოლოდ ერთი კვირა რომ იყო მშვიდად…

მე ის დედა ვარ – ექოსკოპიაზე ბავშვი 300 გრამი რომ იყო, ნორმა კი - 250, და - გოლიათიაო, უხაროდა…

მე ის დედა ვარ – ორსულობაში ბოლი რომ შეისუნთქა და გინეკოლოგს დაურეკა, ბავშვი ხომ არ გაიგუდებოდაო…

მე ის დედა ვარ – 10 დეკემბერს რომ უთხრეს, გაჩნდებაო და 11 დეკემბერს ეგონა, ჩაეხარშა ბავშვი…

მე ის დედა ვარ – ერთი დღე-ღამის ტკივილი რომ ერთ წამში დაავიწყა გულზე დაწვენილმა შვილმა…

მე ის დედა ვარ – რომ ეგონა, შვილს შეუცვლიდნენ სამშობიაროში, რადგან ყველაზე ლამაზი გააჩინა…

მე ის დედა ვარ – ერთი წამით რომ არ დაუტოვა ექთნებს პატარა…

მე ის დედა ვარ – სამშობიაროში დღე საუკუნედ რომ ექცა…

მე ის დედა ვარ – არაერთი ღამე რომ უთია მუცლის ტკივილით ატირებულ შვილს…

მე ის დედა ვარ – პირველად რომ შვილს საჭმელი გადაცდა, მიატოვა და გარბოდა…

მე ის დედა ვარ – ღამის თენების მიუხედავად, დღე ძილი რომ არ ეკარებოდა…

მე ის დედა ვარ – მძინარე შვილს რომ ხელს ადებდა და უსმენდა, ხომ სუნთქავსო…

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია