ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხებით, ბედნიერია თუ არა ჩვენ გვერდით ჩვენი საყვარელი ადამიანი. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებით მიხვდებით, ბედნიერად გრძნობს თუ არა თავს თქვენი ცოლი. აქ რამდენიმე სასარგებლო რჩევასაც ნახავთ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი თანაცხოვრება უფრო ჰარმონიული გახადოთ. თუ ამ ნიშნებს ამჩნევთ ცოლს, ესე იგი ის ბედნიერი ქალია.
1. უყვარს თქვენ გვერდით ყოფნა
როცა თქვენს საქმეზე გაყოლას სთავაზობთ, თანაც ისე, რომ სინამდვილეში მისი იქ ყოფნა სულ არ არის აუცილებელი და ისიც მაშინვე გთანხმდებათ, ეს ნამდვილად ნიშანია. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, აშკარად მოსწონს თქვენ გვერდით ყოფნა, შეგიძლიათ იამაყოთ. უბედურ ქალებს არ უყვართ ქმრების გვერდით დროის გატარება.
2. სახლში ხშირად იღიმის
ბედნიერება ქალს სახეზე აწერია. თუ სახლში ყოფნისას, ანუ ყოველგვარი ფორმალობების გარეშე ხშირად იღიმება, ჩათვალეთ, რომ ბედნიერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში გაბადრულმა იაროს, მაგრამ თუ შინ მოქუფრული დადის და აშკარად ცუდ ხასიათზე დგას, ესე იგი თქვენს ქორწინებაში რაღაც რიგზე ვერ არის. ბედნიერი ადამიანები ხშირად იღიმიან.
3. უყვარს თქვენთან ჩახუტება
როცა ეხვევით და იგივეთი გპასუხობთ, ეს ძლიან კარგის ნიშანია. თუ თქვენი ხვევნა მას სიამოვნებას ანიჭებს, თავი ქუდში გქონიათ.
4. მისი კოცნა გაჭიანურებულია
ესეც მრავლისმეტყველი ნიშანია. თუ ტუჩებს რამდენიმე წამის განმავლობაში არ გაშორებთ, ესე იგი ტკბება კოცნით, ეს მას აბედნიერებს. ქალს თუ ქმარი არ უყვარს, კოცნას ძალიან იშვიათად იმეტებს.