"პური ძვირდება, საცხობების ნაწილმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი გაზარდა" - პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის საგანგაშო პროგნოზი

"პური ძვირდება, საცხობების ნაწილმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი გაზარდა" - პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის საგანგაშო პროგნოზი

საქართველოში პურის გაძვირების პროცესი დაწყებულია. საცხობების ნაწილმა უკვე გაზარდა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება, მათ კი, ვინც არ გააძვირა, პურის წონას დააკლო, - ამის შესახებ "პალიტრა TV/Radio"-ს ყოველდღიური დღის შოუს, "შუადღის ამბების" ეთერში პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა.  მისი თქმით, უახლოეს პერიოდში, საქართველოში პურის ფასზე მასობრივი ზრდაა მოსალოდნელი.

მალხაზ დოლიძე, პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე: პირდაპირ გეტყვით, სიმართლე მწარეა, საგრძნობლად მოიმატა საქართველოში ფქვილის ფასებმა, რაც პროდუქტის ძირითადი ნედლეულია. 1 ტომარა ფქვილი, რომელიც 37 ლარი ღირდა, დღეს 44 ლარი ღირს.

"შუადღის ამბები":რას უკავშირებთ ფასის ამ ოდენობით მატებას?

მალხაზ დოლიძე: საქართველოში ხორბლის ასეთი მოსავალი ჯერ არ მოსულა, თუმცა ამას არ განუპირობებია ფასების კლება. ჩვენ სამ მინისტრს შევხვდით და ვთხოვეთ განმარტება, თუ რატომ არის უკუპროპორციული პროცესები. თუ არ იქნება ამ დარგში საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დაცული, ფქვილის ფასები მაღლა აიწევს.

"შუადღის ამბები":რა პასუხები მიიღეთ მინისტრისგან?

მალხაზ დოლიძე: ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

"შუადღის ამბები":ზოგადად, ვინ არეგულირებს საკითხს, აიწევა თუ არა პურის ფასი? ჩართულია ამ პროცესებში სახელმწიფო?

მალხაზ დოლიძე: არა, ამ პროცესებში სახელმწიფო არ არის ჩართული, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბაზარზე შეფერხებებია სხვა ქვეყნის ფქვილზე; არის ვერსია, რომ ხელი შეუწყონ ადგილობრივ წარმოებას, რასაც მეც მხარს ვუჭერ, მაგრამ არა მეწარმეებისა და მოსახლეობის ხარჯზე. ხორბალი, რომელიც საქართველოში, ფოთიდან თბილისამდე უნდა შემოვიდეს, 25 დოლარი ღირს 1 ტონა. წარმოგიდგენიათ, ეს რა ოდენობის ხარჯებთან არის დაკავშირებული? ამას ემატება ცხობისთვის საჭირო სხვა რესურსების დანახარჯებიც, მათ შორის წყალიც, რომლის ღირებულებაც, როგორც ცნობილია, მეწარმეებისათვის ბევრად მეტია, ვიდრე მოქალაქეებისთვის და 40 თეთრს შეადგენს.

"შუადღის ამბები": საბოლოოდ, თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა არგუმენტის გათვალისწინებით, გაძვირდება პური? თუ კი, - როდიდან და რამდენი თეთრით?

მალხაზ დოლიძე: თბილისში ათასზე მეტი საცხობია. მე ყველას მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ამ პროდუქტის დამზადება, თვითღირებულება ძვირდება, შესაბამისად, გაძვირდება სარეალიზაციოდ გატანილი მზა პროდუქტიც. ჩემი პროგნოზი ელემენტარულია, -  ზოგმა საცხობმა წონას დააკლო, ზოგმა კი ფასი მოუმატა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში პურის ფასის ზრდაა მოსალოდნელი? - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები

გადაცემა "შუადღის ამბები" "პალიტრა TV/Radio"-ს ყოველდღიური დღის შოუა და ის მაყურებელთან მაქსიმალურ ინტერაქციას და საზოგადოებაში აქტუალური სოციალური პრობლემების განხილვას ეთმობა. გადაცემა ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 14:10-ზე როგორც "პალიტრა TV"-ს მაყურებლისთვის, ასევე რადიო "პალიტრის" (103'9 FM) მსმენელისთვის. გადაცემაში მაყურებელს აზრის დაფიქსირება ტელეფონის საშუალებით შეუძლიათ.

Price of bread expected to rise in Georgia

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია