დედაქალაქის რამდენიმე უბანს, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, მუხრანის, ქსნის, ღრმაღელეს, არბოს და ფეიქრების ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ღრმაღელეს, დაისის, თმოგვის, ქსოვრელის, კნოლევის, გვაზაურის, ჩარგლის, გლინკას, რატევანის, გუდამაყრის, მუხრანის და ხორნაბუჯის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ნაკაშიძის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ნიკოლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქეთევან წამებულის და მეველეს ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ოცხელის, ბაბუციძის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და ვანის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბარისახოს, ტრაპაიძის, ანდრონიკაშვილის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის და შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.