ადგილები ბათუმში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო: გართობა, შემეცნება და განტვირთვა (+10 PHOTO)

 ადგილები ბათუმში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო: გართობა, შემეცნება და განტვირთვა (+10 PHOTO)

ბათუმი, როგორც საქართველოს მთავარი საზღვაო ქალაქი, სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, თუმცა ბევრად მოსახერხებელია მისი საფუძვლიანად დათვალიერება, როდესაც იცი, სად რა ნახო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შექმნილი საიტი gobatumi.com არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ზოგადად, აჭარის რეგიონში ჩასული ტურისტებისთვის შექმნილი პროექტია და ის რეგიონის ყველა ღირშესანიშნაობის შესახებ მოიცავს ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ტურისტებისთვის იქ არსებული ინფორმაციით სარგებლობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ქმნის მობილური აპლიკაცია.

AMBEBI.GE-ს ამ სტატიაში ბათუმში ექსკურსს სწორედ აღნიშნული საიტის მასალების მიხედვით გთავაზობთ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი (ფოტო)

სერვისები: საკრედიტო ბარათით სარგებლობა, უფასო Wi-Fi, გამოფენები, გიდის მომსახურება, კაფე, საინფორმაციო დაფა, პარკინგი, საპირფარეშო

პერსონალი საუბრობს: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, თურქულად, გერმანულად

ბილეთი: 3 ლარი

გიდის მომსახურება: 30 ლარი

კონტაქტი

ტელ.: 0 422 29 49 29

მობ.: 577 10 16 07

ელ-ფოსტა: info@bbg.ge

მისამართი: მწვანე კონცხის გზა

ბათუმის ცირკი (ფოტო)

სერვისები: პარკინგი, საპირფარეშო

პერსონალი საუბრობს: ქართულად, რუსულად, ინგლისურად

ფასები: მოქმედებს ფასდაკლებები

კონტაქტი

მობ.: 599 68 02 23

მისამართი: ბარათაშვილის ქ. 6

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი (ფოტო)

სამუშაო საათები: 10:00-18:00

სერვისები: გამოფენები, გიდის მომსახურება, საინფორმაციო დაფა

პერსონალი საუბრობს: ქართულად, რუსულად

კონტაქტი

ტელ.: 0 422 27 65 64

მობ.: 599 15 41 50

მისამართი: ჭავჭავაძის ქ. 77

ბათუმის საზაფხულო თეატრი (ფოტო)

ხის უნიკალური საზაფხულო თეატრის შენობა, სადაც წლების განმავლობაში თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები იმართებოდა, 2013 წელს განახლებული სახით დაუბრუნდა ქალაქს. იგი ძველ ადგილზე, უმშვენიერესი ზღვისპირა ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ზაფხულში, თეატრს სტუმრობს უამრავი უცხოელი. აქ ტარდება როგორც კონცერტები, ასევე სხვადასხვა ახალგაზრდული წარმოდგენები.

კონტაქტი

ტელ.: 0 422 29 45 24

მისამართი: ბათუმის ბულვარი

დელფინარიუმი (ფოტო)

შოუს საათები: 14:00 და 17:00 (ორშაბათის გარდა)

სერვისები: საკრედიტო ბარათით სარგებლობა, პარკინგი, საპირფარეშო

პერსონალი საუბრობს: ქართულად, რუსულად, ინგლისურად

ბილეთი: 15 ლარი

დელიფინებთან ცურვა: 80-150 ლარი/15 წუთი

კონტაქტი

ტელ.: 0 422 22 17 30

მობ.:: 595 33 58 61

ელ-ფოსტა: office@parkbatumi.ge

მისამართი: რუსთაველის 51

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (ფოტო)

სამუშაო საათები: 11:00-20:00

პერსონალი საუბრობს: ქართულად, რუსულად, ინგლისურად

ფასები: შესვლა უფასოა

მისამართი: ბარბიუსის ქ. 6

ასტრონომიული საათი (ფოტო)

უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობაზე განთავსებული, სპეციალური მექანიზმებით აღჭურვილი ასტრონომიული საათი საუცხოო სანახაობას წარმოადგენს. ჩვეულებრივი დროის ჩვენების პარალელურად, ის საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ ასტრონომიული ინფორმაციაც, კერძოდ, მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებისა და, ზოგჯერ, პლანეტათა განლაგებაც კი. ასევე, ის უჩვენებს მერიდიანს, ჰორიზონტს, მზის გადაადგილების მიხედვით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, მთვარის ასაკსა და მთვარის რეალურ მოძრაობას დედამიწის გარშემო. მთვარეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია დედამიწის სასიცოცხლო ციკლში, სწორედ ამიტომაა ასტრონომიული საათის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთდროულად სასარგებლოცა და საინტერესოც.

მისამართი: კ. გამსახურდიას ქ. 44

ბულვარის ისტორიული შადრევნები (ფოტო)

1977 წელს ბულვარის მთავარ შესასვლელში ამუშავდა 3 ფერადი მოცეკვავე შადრევანი, რომელთა პროექტი სპეციალისტმა აბრამიანმა დაამუშავა, არქიტექტურულ ნაწილს კი არქიტექტორი გ. ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა. შადრევნებს ბოლო წლებში ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ისინი განახლებული იერსახით დღესაც ხიბლავენ ბათუმის ბულვარის სტუმრებს.

მისამართი: ბათუმის ბულვარი

ზოოპარკი (ფოტო)

სამუშაო საათები: 11:00-19:00 (ორშაბათის გარდა)

სერვისები: პარკინგი, საპირფარეშო

პერსონალი საუბრობს: ქართულად, რუსულად, ინგლისურად

ბილეთი: 2 ლარი

კონტაქტი

ტელ.: 0 422 22 17 30

ელ-ფოსტა: office@parkbatumi.ge

მისამართი: ს. ხიმშიაშვილის ქ. 1

აკვარიუმი (ფოტო)

სამუშაო საათები: 11:00-19:00

სერვისები: პარკინგი, საპირფარეშო

პერსონალი საუბრობს: ქართულად, რუსულად, ინგლისურად, თურქულად

ბილეთი: 2 ლარი

ინფორმაცია

სადემონსტრაციო აქვარიუმი 1966 წლის 25 აგვისტოს გაიხსნა. მასში წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანი ძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასი ბეწვის მქონე წავები და კასპიის ზღვის სელაპები, გიგანტური კუ და ა.შ. ამჟამად აქვარიუმში წარმოდგენილია შავი ზღვისა და დეკორატიული თევზების 100-მდე სახეობა. აქ შეიძლება იხილოთ ზღვის კატა, ზღვის მელა, ზღვის ენა, კამბალა-გლოსა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა მრავალი სახეობის თევზი. ეგზოტიკურიდან აღსანიშნავია ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები.

კონტაქტი

ტელ.: 0 422 22 17 30

ელ-ფოსტა: office@parkbatumi.ge

მისამართი: რუსთაველის 51

AMBEBI.GE-ს რედაქცია სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ბათუმში!

სტატიაში გამოყენებულია ირმა ლაღაძის ფოტო

AMBEBI.GE-ს ეს სტატია მომზადებულია ვებ-პორტალის, gobatumi.com-ის მიხედვით.

გაუზიარეთ სტატია თქვენს ინგლისურენოვან მეგობრებს| Batumi tourist guide: Visit, learn and enjoy

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია