რა სპეც-ტექნიკას ფლობს საქართველო ხანძრის, მეწყერის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგების სწრაფი ლიკვიდაციისთვის

რა სპეც-ტექნიკას ფლობს საქართველო ხანძრის, მეწყერის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგების სწრაფი ლიკვიდაციისთვის

ზაფხულის მოსვლასთან ერთად საქართველოში ხანძრების საშიშროება იზრდება. მხოლოდ მიმდინარე თვის პირველი კვირის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით ხანძრის 10-მდე მსხვილი კერა დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის თქმით, მათ სამსახურში ყოველდღიურად ხანძართან დაკავშირებით, ასამდე შეტყობინება შედის.

ხანძრის ერთ-ერთი ბოლო, ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 4 აგვისტოს, თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საღებავების საწყობში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად ავიაციის გამოყენება გახდა საჭირო.

ambebi.ge დაინტერესდა თუ რა სპეც-ტექნიკას ფლობს საქართველო ხანძრის, წყალდიდობების, მიწისძვრისა თუ სხვა სახის ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისთვის.

რთულად მისადგომ ადგილებში ხანძრის სწრაფი და ეფექტური ლოკალიზებისთვის, შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების გამოყენება ძალზე ეფექტურია. საფრენ აპარატს უშუალოდ ხანძრის კერის თავზე, ერთ ჯერზე რამდენიმე ტონა წყლის ჩამოცლა შეუძლია. სახანძრო თვითმფრინვებს წყალი შიდა რეზერვუარებში აქვთ მომარაგებული, შვეულმფრენებს კი გარე საკიდზე ჩამოკიდებულ კალათებში.

ტყის ხანძრის წინააღმდეგ შვეულმფრენები პირველად აშშ-ში, კალიფორნიის შტატში 1947 წელს გამოიყენეს. შემდგომი წლების განმავლობაში აქტიურად იცდებოდა შვეულმფრენიდან ხანძრის კერაზე წყლის ჩამოსხმის სხვადასხვა მეთოდები. 1982 წელს კანადელმა დონ არნიმ მოწყობილობა Bambi Bucket შექმნა. რეზინის მასიური კალათით წყლის ჩამოცლა უშუალოდ კერის თავზე შეიძლებოდა, წყლის მარაგის შევსება კი - ნებისმიერი მდინარიდან და ტბიდან. მასშტაბურ ხანძართან ბრძოლა გამარტივდა და შედარებით უსაფრთხო გახდა.

სიდიდიდან გამომდინარე შვეულმფრენების Bambi Bucket-ის ტიპის რეზინის კალათები 275-დან 15,000 ლიტრამდე წყალს იტევენ.

31 ივნისს, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ძლიერ ხანძარს, Bambi Bucket-ებით ჰაერიდან სასაზღვრო პოლიციის ორი შვეულმფრენი აქრობდა. ამ მოწყობილობებს ქართველი მეხანძრეები ადრეც იყენებდნენ. თუმცა მასშტაბური ხანძრებისას, დახმარებისთვის საქართველოს მეზობელი ქვეყნისთვისაც მიუმართავს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში გაჩენილი ხაძრის ჩქარობაში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები გვეხმარებოდნენ.

დღეს ქართული სამაშველო სამსახური საკმაოდ თანამედროვე ეკიპირებითა და აღჭურვილობით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, მას სამაშველო სამუშაოების წარმოება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის რთული რელიეფის პირობებში შეუძლია.

სტიქიური უბედურებისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. თანამედროვე სამაშველო სამსახურის ყოლის მიუხედავად, მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფების დროს, მაშველებს ყოველთვის არმია და ეროვნული გვარდია ეხმარება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სპეციალური საინჟინრო ტექნიკით.

2012 წლის ივლისში, კახეთში მომხდარი ძლიერი ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაციაში თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის სპეც-ტექნიკა ჩაერთო. ტანკის ბაზაზე შექმნილ და უნივერსალური საინჟინრო მოწყობილობებით აღჭურვილ მანქანა ИМР-2-ს რამდენიმე სამოქალაქო ბულდოზერის და ამწეს შეცვლა შეუძლია. მისი ბულდოზერის დანა 4 მ-ის სიგანის გზას ასუფთავებს. ის ექსკავატორის ფუნქციასაც ასრულებს და საათში 40 კუბური მეტრი მიწის ამოთხრა შეუძლია.

მთაგორიანი რელიეფის გამო, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მეწყერსაშიშ ზონად ითვლება. 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის მიზეზი, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სწორედ მეწყერი გახდა, რომელმაც მდინარე ვერეს კალაპოტი ჩახერგა.

2014 წლის 17 მაისს და 20 აგვისტოს, დარიალის ხეობაში, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან ჩამოწოლოლი ძლიერი მეწყრის გასუფთავებას რამდენიმე კვირა დასჭრდა. სამუშაოები მძიმე ტექნიკის - ბულდოზერების, თვითმცლელების, ესკავატორების გამოყენებით სრულდებოდა.

მსგავსი ტექნიკა სამაშველო სამსახურს შედარებით მცირე რაოდენობით, სახედრო დანიშნულების გამწმენდი მანქანები კი საერთოდ არ ჰყავს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ასეთი ტექნიკის შენახვა დიდი ხარჯებს მოითხოვს და სამსაშველო სამსახურის განკარგულებაში მისი არსებობა არაა გამართლებული. ასეთ ტექნიკას მხოლოდ მასშტაბური სტიქიური უბედურებებისას იყენებენ, რომლებიც არც ისე ხშირია. მათი შედეგების ლიკვიდაციაში კი, როგორც წესი, ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობა და ტექნიკაა ჩართული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია