ვინ არიან შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის ახალი მოადგილეები

ვინ არიან შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის ახალი მოადგილეები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მოადგილეებად თეიმურაზ მღებრიშვილი, არჩილ თალაკვაძე და დავით ხუციშვილი დაინიშნენ.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებები მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება გიორგი მღებრიშვილის პირველი მოადგილე.

ამასთან, უკვე ცნობილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეების ვინაობაც. ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე უსაფრთხოების სამსახურშიც იოსებ გოგაშვილი იქნება, რომელსაც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები ასევე იქნებიან ლევან იზორია და მირიან მჭედლიშვილი.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებები მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."