რა ხდება "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების შემდეგ: პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების მწვავე რეაქციები

რა ხდება "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების შემდეგ: პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების მწვავე რეაქციები

"რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

"რუსთავი 2"-ის გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

ნიკა გვარამია - როდის მოგიგიათ, ახლა რომ მოგვიგოთ? ვეღარ გავიგე, რამდენით ნული გინდათ რომ წააგოთ. კი ბატონო, გამოწვევა მიღებულია. კიდევ ერთხელ გაფარჩაკდებით, საქართველოს მთავრობავ.

p.s. იმედია, არავის არ გიჩნდებათ კითხვა:

ქიბარ ხალვაში ვირთაგვაო,

ნეტავ რატომ არ მითაგაო?

ნინო დანელია - არ მჭირდება მანქანა, როცა კი დაგჭირდეთ მანდ ვარ. ყველა ასე მოიქცევა, ვისთვისაც მედიის თავისუფლება უპირობო ღირებულებაა. წილი ნაყარია, ლაკმუსი ლაკმუსობს

გიორგი ბარამიძე - ძალიან საინტერესოა ის ადამიანები რას იტყვიან ახლა, მედიის შევიწროვებაზე რომ გვაკრიტიკებდნენ?

გია ნოდია - რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წამოწყებული შეტევა არის ახალი ეტაპი ყველანაირი ალტერნატული (არა მხოლოდ ოპოზიციური) ძალის შევიწროების თანდათანობით და მეთოდურ პროცესში, რომელიც "ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. ეს შეიძლება გარდამტეხი და კრიტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდეს.

არ არის გამორიცხული, რომ მთავრობამ უცებ დაინახოს სერიოზული წინააღმდეგობა და უკან დაიხიოს (რაც არაერთხელ გაუკეთებია). ამისთვის, ბუნებრივია, ეს სერიოზული წინააღმდეგობა უნდა არსებობდეს. მაგრამ მთლად ადვილადაც არ დაიხევს უკან, რადგან ესმის, რომ ეს ბრძოლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ თუ მას ეს შეტევა გაუვიდა, ეს ძალიან არსებითად შეცვლის სიტუაციას ქვეყანაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი - "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, არ ვერევი კერძო დავაშიო და მაშინვე ცხვირი გაეზარდა. იქვე დააყოლა, მომხრე ვარ სამართლიანობის აღდგენისო.

ჩვენც მაგის მომხრე ვართ, ბატონო პრემიერო

თეა ადეიშვილი - მოკლედ საიდან შეუტიონ რუსთავი2-ს არ იციან, ახლა ჩვენ გვედავებიან სიუჟეტი ხიხანის ციხის ისტორიაზე P.S-ში რატომ გავიდაო

ნიკა რურუა - მეოცნებეებმა ყველაფერი გააფუჭეს, რაც შეიძლება გაეფუჭებინათ, ასფალტიდან დაწყებული, საერთაშორისო ურთიერთობებით დამთავრებული: ახლა კი გადაწყვიტეს ყველაზე წარმატებული მედიის, რუსთავი 2-ის მოგუდვაც. ანუ, საბოლოოდ აერიათ დავთრები.

როგორც ჩანს, ხელისუფლება და მისი მეთოჯინე საკუთარი წარუმატებლოსგან პანიკამ შეიპყრო და ახლა ფატალური შეცდომის დაშვების პირას ტორტმანებს.

თუ ამაზე მას ხელი წაუცდა (და როგორც ჩანს, წაუცდა), ის ამას გადაყვება, ოღონდ იმიტომ კიარა, რომ ეს უნდა; არა - ეს მას ძალიან არ უნდა, მაგრამ მაინც და იმიტომ გადაყვება, რომ თავისუფალი ქვეყნის მართვა ელემენტარულად არ იცის - სხვანაირად მოქცევა კი არ შეუძლია. პროვინციალური ახირებები - ესაა ივანიშვილის მმართველი და ყველაზე ძლიერი ინსტინქტები. შეშინდა, მოკლედ, და ამ პანიკიორობით ქვეყანას მომავალ არჩევნებამდეც კი ვერ მიიყვანს.

გრიგოლ გეგელია - რადგან რუსთავი 2 კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება, რომელიც თვითონ იყო მედიის თავისუფლების შემლახავი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დღეს რუსთავი 2–ის ქონების ნაწილის დაყადაღებისას ავტომატურად ამას უნდა ვიგონებდეთ.

ეს უდავოდ ჩვენი სისუსტე იქნება. და, რაც უარესია, მონური მენტალიტეტის გაგრძელება. თუ ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი სახელმწიფო გვსურს (და სოციალური მხოლოდ ასეთი სახელმწიფოა!), მაშ, აუცილებელია ხმა ამოვიღოთ ნებისმიერი პოტენციური ზეწოლის წინააღმდეგ, იქნება ის მოქალაქის მიმართ განხორციელებული, თუ სხვა. თავისუფლება და სამართლიანობა ან ყველას მიმართ ვრცელდება, ან – არავის მიმართ. ან მუდმივად ვრცელდება, ან – არასდროს. სანამ ეს უპირობო პრინციპად არ გვექცევა, მუდამ ვივლით წრეზე.

ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ სკეპტიკური სახელმწიფოს მიმართ, იმისათვის რომ ვიყოთ სახელმწიფო!

სტეფანე მღებრიშვილი - რაც "რუსთავი 2" არსებობს, ამ არხზე ყველა კბილებს ილესავს. რაღაც ზებუნებრივი ენერგეტიკა აქვს ალბათ. რაც არ უნდა იყოს... არამგონია რომელიმე მთავრობა მოერიოს. იქ ვინც მუშაობს, ყველა პატრიოტია. I ❤Rustavi 2!

თენგო გოგოტიშვილი - მითხარით, გეთაყვა, "რუსთავი 2"-ის ბედზე მეც უნდა ვინერვიულო? გარშემო ყველა მაშინებს, არადა, რომ არ მეშინია? (ჯერ:)

თქვენ ვერ გაიგეთ. მანქანები კი არა, მანქანა დააყადაღეს - სიცრუის მანქანა! ახლა ნასოსსაც ითხოვენ, მაიტაო

დათო გოგიშვილი - ხაზგასმით მინდა ავღნიშნო: მედიაზე ზეწოლა არის

1). დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმების შეყვანა, მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება და კერძო კომერციული საკუთრების მიზანმიმართული განადგურება

2). გაურკვეველ კაბინეტებში დამოუკუდებელი მედიასაშუალებათა მფლობელების დაბარება, მათი დაშანტაჟება და მათ კუთვნილებაში მყოფი კერძო საკუთრების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება-მითვისება.

3). დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა არის ამა თუ იმ ტელეკომპანიისა თუ სხვა მედიასაშუალებათა მენეჯმენტსა თი შიდასარედაქციო საქმიანობაში დაუფარავი და ღია ჩარევა. ამა თუ იმ პოლიტიკური თოქშოუს წამყვანებისა და პროდიუსერებისათვის ხელისუფლებისათვის მისაღები შესაძლო სტუმრად მოსაწვევი დასაშვები რესპოდენტების სიის შედგენა და თავსმოხვევა.

4). დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა არის ამა თუ იმ ტელევიზიის კორესპოდენტებთან და ჟურნალისტებთან არამართლზომიერი და უკანონო კონტაქტი ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკთა მხრიდან და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

5). ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქიბარ ხალვაშმა, არის მართლმსაჯულების განხორციელების კონკრეტული იურიდიულ-სამართლებრივი პროცედურა და მე მას ამ საქმეში მინდა წარმატება ვუსურვო

კობა სუბელიანი - აი თურმე ვის აწყობდა და ვინ მოკლა ეროსი კიწმარიშვილი!

ვიცი გაიყურსებით, არ შეიმჩნევთ, აზრი არ აქვს წერას მაგრამ მაინც....

რაფალიანცს , ჟვანიას და ბევრ სხვა რამეს ხომ გვაბრალებდით წარმატებულად, წარბშეუხრელად, უაპელაციოდ. ახლა გაიყურსეთ და აპრავეთ ეს ყველაფერი.

ირმა ნადირაშვილი - მერამდენე ხელისუფლება ცდილობს რუსთავი2 ხელში ჩაგდებას, ან განადგურებას. სხვისმა მაგალითმა მაინც ვერ გასწავლათ, რომ კბილებს დაიმტვრევთ ამ ტელეკომპანიასთან ჭიდილში. მე ეგ სერია ნანახი მაქვს. ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად მთავრდება.

თაზო კუპრეიშვილი - ვინც არ იცოდით, რ2-ის 9%-ს უკვე აკონტროლებს ხელისუფლება. მართალია, დიდი წილი არაა, მაგრამ პატარ-პატარა დისკომფორტებს მაინც ქმნიან.

Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული სტატუსები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია