აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებულია

აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. არსებული ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხება მარშალ გელოვანის გამზირზე, კერძოდ მდინარე დიღმულაზე ხიდის დაკეტვაა. ხიდი სარეკონსტრუქციო სამუშაობის გამო 120 დღით დაიკეტა.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ხიდის ავარიულობიდან გამომდინარე, მოხდება მისი სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი კონსტრუქცია.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია