რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს

რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს

რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს. აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირექტორის მოადგილის იგორ მარღანიას განცხადებით, სამხედროები ოჩამჩირიდან ენგურამდე ლიანდაგს ხავსისგან წმენდენ.

დღესდღეობით რკინიგზის ეს მონაკვეთი დანგრეულია. მარღანია ვარაუდობს, რომ ლიანდაგის ასუფთავებენ, რათა შემდეგ მისი აღდგენა მოხდეს. ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელი ზურაბ ხაჯიმბა ასევე ადასტურებს, რომ სარკინიგზო გზა მისი კაპიტალური რემონტისთვის მომზადების მიზნით იწმინდება, რათა აფხაზეთზე სატრანზიტო მატარებელი აღდგეს. ამასთან, ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზეთში ეს სამხედროები მოულოდნელად გამოჩნდნენ. "ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა", - აღნიშნა მან, თუმცა დასძინა, რომ აფაზურმა მხარემ მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებაზე ნებართვა გასცა.

არაოფიციალური ინფორმაციით, რკინიგზის გასუფთავების სამუშაოებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?