"ატყდა ამბავი რუსთავი 2-ს მანქანები დაუყადაღესო... ამ დროს ჩვენი კუთვნილი წილები კვლავ დაყადაღებულია" - მამუკა ღლონტი

"ატყდა ამბავი რუსთავი 2-ს მანქანები დაუყადაღესო... ამ დროს ჩვენი კუთვნილი წილები კვლავ დაყადაღებულია" - მამუკა ღლონტი

ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი მფლობელი მამუკა ღლონტი "რუსთავი 2"-ის გარშმო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"კი არ ვწუწუნებ, მაგრამ რაც "მაესტროს" მესაკუთრეებმა გადავიტანეთ მტერს არ ვუსურვებ. ხოდა ატყდა ამბავი რ2 ს მანქანები დაუყადაღესო... ამ დროს ჩვენი კუთვნილი წილები კვლავ დაყადაღებულია და არ გვაქვს უფლება განვკარგოთ ჩვენი საკუთრება. აგი მივიღეთ საჩუქრად ჯერ მიშასგან და შემდეგ "ოცნებისგან". P.s. არასდროს მქონია ილუზია რომ მიშას შემდეგ "მაესტრო" უკეთ იქნებოდა", –წერს ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

იხილეთ ასევე|რა ხდება "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების შემდეგ: პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების მწვავე რეაქციები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია