"არა ოკუპაციას" - საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან

"არა ოკუპაციას" - საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან

"არა ოკუპაციას" - ამ სახელწოდებით რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქცია პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით იმართება. აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, ისინი შეიკრიბნენ, რათა დააფიქსირონ, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი და ქართველი ხალხი საქართველოს ოკუპაციას არ შეეგუება.

რუსეთის საელჩოსთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და უკარიანის დროშები. ასევე არის შეძახილები "დიდება საქართველოს და უკრაინას".

რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობაზე აქციის მონაწილეებს პროექტორის საშუალებით ერთიანი საქართველოს კონტურები და სახელმწიფო დროშა აქვთ გამოსახული. აქციაზე შეკრებილებს პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."