გიორგი ანწუხელიძე: 2008 წლის გმირი, რომელსაც სასაფლაოზე წამებაში ამოხადეს სული

გიორგი ანწუხელიძე: 2008 წლის გმირი, რომელსაც სასაფლაოზე წამებაში ამოხადეს სული

გიორგი ანწუხელიძემ 23 წლის ასაკში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა. თუმცა მაინც არ გატყდა... თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა; გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული...

აქ მთავრდება ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და იწყება სახალხო გმირის ისტორია. გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალი ანწუხელიძე ეროვნული გმირის ორდენით მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის აპრილში დააჯილდოვა. ჯილდო მან ანწუხელიძის ქვრივს, მაკა ჩიკვილაძეს გადასცა.

გიორგი ანწუხელიძესთან ერთად ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 ჯარისკაცი განისვენებს. სიცოცხლის დასრულების თარიღი აქ ყველას ერთი აქვს - 2008 წლის აგვისტო. აქ ყველა გმირია, სამშობლოსთვის თავდადებული გმირი.

იხილეთ ვიდეო (სიუჟეტი შეიცავს მძიმე კადრებს +18)

ანწუხელიძის წამების ამსახველი კადრები სიუჟეტში გამოყენებულია ჯარისკაცის ოჯახის თანხმობით

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

დღეს ფილმს "შინდისი" მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ

შს მინისტრმა ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებს სურვილები აუსრულა - "მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის"