ავტორი:

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

ფონიჭალაში 1 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლები ჰყვებიან, რომ შემთხვევის დროს მშობლები სახლში იყვნენ, თუმცა ეძინათ.

"მშობლები ღამენათევები იყვნენ... მუშაობენ, მათ ვერ დავადანაშაულებთ. ყურადღება არ მოკლებია, უბრალოდ ასე მოხდა, უბედური შემთხვევა იყო. ორი დღეში ერთი წლის ხდებოდა.

წაყვანილი ჰყავთ ექსპერტიზაზე. ჯერ სხვა არაფერი არ ვიცით, ველოდებით, რომ დაგვირეკონ და მოიყვანონ ბავშვი", - განაცხადეს მეზობლებმა "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას.

საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წესი იცვლება -  რამდენად სამართლიანია სისტემა, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე