"რუსთავი 2"-ის დაყადაღება და გზაჯვარედინი... პროპაგანდის მანქანა ახლა, როგორც არასდროს ამუშავდება"

"რუსთავი 2"-ის დაყადაღება და გზაჯვარედინი... პროპაგანდის მანქანა ახლა, როგორც არასდროს ამუშავდება"

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ "ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი პროცესის მიღმა შეიძლება, პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს". სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება "უცნაურად" ეჩვენება, ვინაიდან მისი თქმით, ჯერ სასამართლოს უნდა მიეცეს შანსი, რომ გამოავლინოს ფაქტები.

პოლიტიკოსი "რუსთავი 2"-ის საკითხზე ვრცელ ჩანაწერს აქვეყნებს, სახელწოდებით "რუსთავი 2"-ის დაყადაღება და გზაჯვარედინი!"

Facebook/სალომე ზურაბიშვილი:

"1. ცხადია ვერავინ ვერ შეადარებს - დემოკრატიის ხელყოფის საზომით - იმედის დარბევას, ქონების წართმევას, მისი დანადგარების დალეწვას, და ჟურნალისტების დატერორებას, იმას რაც დღეს ხდება რუსთავთან დაკავშირებით! ანუ კერძო პირებისგან ინიცირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, სამართლებლივ ფარგლებში და იმისთვის რომ არ განმეორდეს რაც უკვე მრავალჯერ მოხდა რუსთავის მფლობელებთან დაკავშირებით, ანუ წილების გასხვისება, სასამართლოსგან დადგენილი ქონების დაყადაღება.

მოგვწონს არ მოგვწონს, ეჭვები არსებობს დღეს თუ არა, ეს საქმე სრულიად სასამართლო და ლეგალურ ჩარჩოშია მოქცეული და არ იმსახურებს მოსმენილ სხვა და სხვა კვალიფიკაციებს - "ძალადობა" , "რეპრესია", "პოლიტიკური ზეწოლა" - ან სასამართლოს მიუკერძოებლობის კითხვის ქვეშ ინწამსვე დაყენებას .

2. სამაგიეროდ ასევე არა სწორია ყველაფრის რაც მოუვა რუსტავ-2ს წინასწარ გამართლება (რაც სამწუხაროდ ბევრ კომენტარებში წავიკითხე) იმავე შედარებებით და მაშინდელი რუსთავის და გვარამიების დუმილით. რაც მოხდა იმედზე არასოდეს უნდა გამეორდეს ჩვენ ქვეყანაში. არავის ინტერესში არ დევს რომ ქართული მედია ძლივს განთავისუფლებული სააკაშვილის რეჟიმის წყნეხისგან, ისევ დაუბრუნდეს ამ შავ დღეს. ნამდვილად "საჭიროა" რუსთავი- 2 ხმა ქართულ მედია სივრცეში, თავისი კრიტიკული შეაფასებებით და თუნდაც თავისი დოზა (ჭარბ დოზაზეა საუბარი) ტყუილებით რამეთუ ეს არის პლურალიზმის და თავისუფლების გარანტია ყველასათვის.

3. ცოტა უცნაურად მეჩვენება არასამთავროებოების მიერ გამოთქმული ეჭვები პოლიტიკურ გარემოებაზე ამ საქმეში. ყოევლშემთხევვაში მიმაჩნია რომ უნდა ჯერ სასამართლოს შანსი მიეცეს რომ გამოავლინოს ფაქტები და მერე გამოთქვა ასეთი ეჭვები რომლებიც ძალიან ახლოს არიან გვარამიას მიერ გამოთქმულ პრეტენზიებთან ... ალბათ მეტი მიუკერძოებლობა მოეთხოვებათ მათაც.

4. მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებას ეკისრება. მას აღარ აქვს უფლება შეცდომის დაშვების : არცერთი ნაბიჯი, არცერთი განცხადება რომელიც შეიძლება აღქმული იყოს როგორც არა ნეუტრალური. გამორიცხულია რომელიმე ქმედება რუსთავის წინააღმდეგ გარდა სასამართლოს მიერ დადგენილი. გამორიცხულია სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ რამე კომენტარი; არაფერი რომ ვთქვა რამე კავშირი მოსამართლესათან.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს რომ ეჭვების გაქარწყლება მას მოეთხოვება . ცხადია რომ ნაციონალურ მოძრაობის საპროპაგანდო მანქანა ეხლა როგორც არასოდეს ამუშავდება (არ გამოვრიცხავ რომ კონცერტების სერია სწორედ მით იყო გამოწვეული რომ ხელმძრღვანელობამ წინასწარ საფღთხის შემდეგ გაფრთხილებული იყო) და ყოველ დაშვებულ შეცდომას და უპასუხისმგებლო განცხადებს სათავისოდ გამოიყენებს.

ამ შემთხვევაში ხელისუფლების შეცდომა შეცდომად არ იქნება აღქმული. საარჩევნო პერიოდთან მიახლოვებულ ქვეყანაში, ყველა მისი ქმედება რაც მას უფრო აზარალებს ვიდრე მოწინააღმდეგეს ბადებს უამრავ კითხვებს ...

გზა გასავლელეი არის მეტად ფაკიზი: ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენის დაპირება - ჯერ კიდევ შეუსრულებელი - კარნახობს უფრო ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით ( და სასამართლოს გადაწყვეტილება ამიტომ არის მიჩნეული როგორც ხელისუფლების კარნახით მიღებული) , მეორეს მხრივ დემოკრაიის პრინციპების ხელყოფის ბრალდება რომელიც ისმის მუდმივად არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობის რიგებიდან მაგრამ ასევე პრეზიდენტისა და არა სამთავროებებისგან, მას აიძულებს რომ ამ ფლანკზე არ მისცეს არცერთს ახალი იარაღი....

ბეწვის ხიდია გასავლელი და შეცდომებს არც ჩვენ ვაპატიებთ!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."