თავდაცვის მინისტრი "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით "კურიერთან" კითხვის ნიშნების არსებობაზე საუბრობს და პროცესის გამჭირვალობას ითხოვს. თინა ხიდაშელი "რუსთავი 2"-ს სარედაქციო პოლიტიკას უწუნებს და ოპოზიციაში ყოფნის დროს არსებულ ანეკდოტზე საუბრობს.
"მთავარია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და არავის დარჩეს კითხვები. ჩემი პოზიციაა, რომ რუსთავი 2-ის ტაბელური იარაღივით ერთი მინისტრიდან მეორე მინისტრზე გადაცემის შესახებ თქვენთვის ცნობილია ბოლო 2004 წლიდან მოყოლებული. ჩვენ ვხუმრობდით კიდევაც ოპოზიციაში როცა ვიყავით, ასეთი ცნობილი ანეკდოტი გვქონდა: თავდაცვის მინისტრები როგორც აბარებენ საკუთარ პორტფელს, როდესაც მიდიან თანამდებობიდან - ასე აბარებენ რუსთავი 2-ის წილებსაც“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებასა და სამაუწყებლო კომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებს მინისტრთა კაბინეტის წევრები ეხმაურებიან.