სუპერთასის მატჩის წინ რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი - სად იცხოვრებენ ფეხბურთის ვარკვლავები

სუპერთასის მატჩის წინ რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი - სად იცხოვრებენ ფეხბურთის ვარკვლავები

უეფა-ს სუპერთასის მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან, რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა დიმიტრი ბოკერიამ განუცხადა, "სევილია" საქართველოში დღეს, 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, ხოლო "ბარსელონა" 10 აგვისტოს. ორივე გუნდი ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

"ბარსელონა" "თბილისი მერიოტში" დაბინავდება. ბოკერიას თქმით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნა.

"ბარსელონა თამაშამდე გამართავს ორ ვარჯიშს -1 0 აგვისტოს, "დინამო არენაზე" საღამოს 9:00 საათზე, ხოლო 11-ში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ეს არის ძირითადი გრაფიკი. დამატებით, რაიმე ექსკურსიები არ იგეგმება. მხოლოდ სპორტული პროგრამაა, რადგან სერიოზულად ემზადებიან მატჩისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია