პატრულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მაღალჩინოსანი გააჩერა და დაინდო? - თვითმხილველის მონაყოლი და ფოტომასალა

პატრულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მაღალჩინოსანი გააჩერა და დაინდო? - თვითმხილველის მონაყოლი და ფოტომასალა

წუხელ, გვიან ღამით ქუთაისში, ყინულის მოედანთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს, რომელიც როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, იოსებ ხახალეიშვილს პატრულის თანამშრომლები რამდენიმე წუთის განმავლობაში კითხავდენ. შემთხვევის ადგილას იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ავტომანქანაც გამოჩნდა.

გუბერნატორი რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა პატრულის ეკიპაჟის თანამშრომლებს, შემდგე კი ის იოსებ ხახალეიშვილის ავტომანქანაზე საჭესთან დაჯდა და ხახელიშვილთან ერთად შემთხვევის ადგილიდან გავიდა. პატრულის თანამშრომლებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე არ დაუჯარიმებიათ, - ამბობენ თვითმხილველები AMBEBI.GE-სთან საუბრისას და ამბის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას გვაწვდიან.

ვიზუალური მასალა:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია