როგორ გადადიოდა "რუსთავი 2" ხელიდან-ხელში: ტელევიზიის მფლობელების დავებისა და "გარჩევების" ქრონიკა

როგორ გადადიოდა "რუსთავი 2" ხელიდან-ხელში:  ტელევიზიის მფლობელების დავებისა და "გარჩევების" ქრონიკა

უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი2"  ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ვინ იყვნენ ტელევიზიის პირველი მფლობელები, როდის დაიწყო პირველი დავა ტელევიზიის საკუთრებისთვის და როგორ და რა პოლიტიკური ინტერესებით გადადიოდა ქვეყანაში გავლენიანი სატელევიზიო არხი ხელიდან-ხელში, - ამ საკითხთან დაკავშირებით "ფეისბუქის" ერთ-ერთ საჯარო დისკუსიაში პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"ადრე, 90-იანების შუახანებში, ამ ტელევიზიის გამო ჯერ ეროსის, აქიმიძეს და დვალს ჰქონდა დავა ფიქრია ჩიხრაძესა და ნიკო ნიკოლოზიშვილთან. ამის გამო ერთი წლით შეჩერებულიც იყო "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა. თუმცა, მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ რეალურად, საკუთრებითვის დავა იყო მხოლოდ საბაბი და შევარდნაძის ხელისუფლება ებრძოდა დამოუკიდებლ მედიას. მონაწილეობაც მაქვს მიღებული ტელეკომპანიის დაცვის მიზნით მოწყობილ აქციებში. ვაკის პარკში როკ-კონცერტიც კი გაიმართა "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად, რომელიც რატომღაც დილანის Knockin` on Heaven`s Door-ის გუნდური შესრულებით დასრულდა. მახსოვს ვხუმრობდი კიდეც, რა იყო, გამოვიტირეთ უკვე თუ რაშია საქმე თქო.

ერთი წელი გაგრძელდა ეს დავა და ბოლოს ეროსიმ და კომპანიამ გაიმარჯვა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას სერიოზულმა მხარდაჭერამ.

ამის შემდეგ, ეროსიმ ნელ-ნელა დაიწყო პარტნიორების ჩამოცილება და ჯერ ჯარჯი აქიმიძე მოტეხა, მერე დვალიც (მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ) და ფაქტობრივად ერთპიროვნულ მფლობელად იქცა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩაითვალა, რომ ყველაზე პოპულარული ტელევიზიის ფლობა ეროსის პოლიტიკურ ამბიციებს ნამეტნავად ზრდის და დაიწყო მასთან ვაჭრობა ტელევიზიის გაყიდვაზე. საბოლოო ჯამში ეროსიმ ქიბარ ხალვაშს (ანუ ოქრუაშვილს, ანუ ხელისუფლებას) კაი გემრიელ ფასად დაუთმო ტელევიზია და პლუს კიდევ ნავთობის სარკინიგზო ტრანზიტის წილშიც ჩაჯდა.

ოქრუაშვილის გაოპოზიციონერების შემდეგ, ეს ტელევიზია, მას მართლაც სატაბელო იარაღივით დაატოვებინეს და ქიბარ ხალვაშის წილი აღარ მახსოვს ახლა ვის გადაეცა, მაგრამ ასევე გადაეცა ოფიციალურად. ხალვაშმა ტელევიზიის გაყიდვის საფასურიც მიიღო და ერთხანს აგრძელებდა საქართველოში ბიზნეს საქმიანობას, სანამ ოქრუაშვილი მთლად არ გარადიკალდა.

ამის მერე ტელეკომპანიის წილები კიდევ გადაფორმ-გადმოფორმდა და თუ არ ვცდები არაერთხელ.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი არის რიჟა ბაზარი. აქიმიძეს და დვალს არაფერი ხელჩასაჭიდი არა აქვთ. ისევე როგორც ხალვაშს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იურიდიულადაც და ფაქტობრივადაც ეს გადაფორმება-გადმოფორმებები ხდებოდა გარიგების მეჩვეობით და ვინც წილს თმობდა, რაღაცას სანაცვლოდაც ღებულობდა. ცხადია, აქ ხელისუფლების ინტერესიც იყო ("ც" კი არა პირველ რიგში სწორედ ეს იყო), ოღონდ ზეწოლის დამტკიცება დღეს, სამართლებრივი დოკუმენტებით და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე შეუძლებელი იქნება.

რაც მთავარია აქიმიძეს და დვალს ადრეც ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ სწორედ მტკიცებულებათა სიმწირის გამო გაჩერდნენ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი ეს დავა არის იმთავითვე წაგებული თამაში. ქიბარ ხალვაშს კი, ან იმას, ვინც ქიბარს ჩივილი ურჩია, ტელეკომპანიამ პრემია უნდა გამოუწეროს ნაცმოძრაობის რეკლამირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", -წერს დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

წაიკითხეთ ასევე: "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უცხოური მედია ეხმაურება

ქიბარ ხალვაშის პასუხი გვარამიას შეთავაზებაზე - "ავანტიურისტი მათხოვარია, მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები"

"ბურთი ახლა თქვენს მოედანზეა" - ნიკა გვარამიას შეთავაზება ქიბარ ხალვაშს და ხელისუფლებას

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია