გივი თარგმაძემ ირმა ინაშვილი საჯაროდ შეურაცხყო: "საყოფაცხოვრებო ჭუჭყის ეს კონკრემენტი მეტყველებს და თანაც ამას ვიღაც ზომბები უსმენენ"

გივი თარგმაძემ ირმა ინაშვილი საჯაროდ შეურაცხყო: "საყოფაცხოვრებო ჭუჭყის ეს კონკრემენტი მეტყველებს და თანაც ამას ვიღაც ზომბები უსმენენ"

"რუსთავი 2"-ის დაბრუნების მოთხოვნით ქიბარ ხალვაშის სასამართლო სარჩელს ტელევიზიის მხარდამჭერები პოლიტკურ კონტექსტში განიხილავენ, ხოლო საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კერძო სამართლებრივი დავაა და მას ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლად არ განიხილავენ.

მათ შორის, ვინც ტელევიზიის მხარდამჭერი განცხადებებით არ გამოირჩევა, ირმა ინაშვილიცაა. მეტიც, ის წერს, რომ არხი მისგან სოლიდარობას არ უნდა ელოდეს, რადგან "არ ეკუთვნით".

ირმა ინაშვილი: 2005 წელს "ობიექტივს" ტელევიზია წაართვეს. სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ორგანიზებით. დიმიტრი ქიტოშვილის და სხვა დიტოების მონაწილეობით... 9 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ სამართლიანობა აღმდგარიყო. სხვა სიხშირე მხოლოდ 2014 წელს მივიღეთ, მაგრამ 9 წელი ცოტა დროა?! მთელი ცხოვრებაა.

ქუჩის ტელევიზიის მოდელი შევქმენით და შენობების კედლებზე ვუშვებდით დოკუმენტურ ფილმებს. ვერ ვიხსენებ, რომ ერთხელ მაინც რუსთავი 2-მა სოლიდარობა გამოგვიცხადა... ან გაგვაშუქა მაინც... ამიტომ ნუ მოითხოვთ ჩემგან სოლიდარობას. არ გეკუთვნით! რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს არ ვხედავ, როგორც თავისუფალი სიტყვის ხელყოფას, ან შეტევას მედიაზე. წამრთმევები და "წართმეულები" საქმეს ერთმანეთთან არკვევენ. ჰოდა, გაარკვიონ. არხი არავის გამოურთავს. სამი წელია "ოცნების" ხელისუფლებას მრავალმილიონიანი რეკლამაც მიაქვს და მიაქვს... ესაა ზეწოლა?! ტელევიზია მაუწყებლობს:

კონცერტიც გადის, სერიალიც და კვესიტაძის "ენვერი-5"-იც ამ არხის ეთერში გავიდა, როგორც მახსოვს. ეს ე.წ. გადაცემა თუ თავისუფალი მედიის ნიმუში იყო, მაშინ კვესიტაძე ყოფილა ვალენტინა ტერეშკოვა... ამიტომ... ვის- ვის და რევოლუციებითა და უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერებით ჩვენ ნურავინ გვაშინებს, რა...

ირმა ინაშვილის მიერ, "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ამ პოსტს საკუთარ გვერდზე პასუხობს გივი თარგამაძე. თარგამაძე ირმა ინაშვილს შეურაცხმყოფელი ფრაზით მოიხსენიებს და სინანულს გამოთქვამს, რომ მას "ვიღაც ზომბები" უსმენენ.

გივი თარგამაძე: ირმა ინაშვილი რ2-ს მიმართავს, ჩემგან მხარდაჭერას ნუ ითხოვთო. დიაღ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც საყოფაცხოვრებო ჭუჭყის ეს კონკრემენტი მეტყველებს და თანაც ამას ვიღაც ზომბები უსმენენ. გამობიძინებული კახელი გლეხები ვერ ხვდებიან, რომ ნებისმიერი რაოდენობით ატმის გასაღების ყველაზე ნაღდი ბაზარი, აზერბაიჯანი, ყურის ძირში აქვთ და რუსპოტრებნადზორის არასაიმედო ჩინოვნიკის უკანალის ლოღვნის პერსპექტივით არიან აღტკინებულნი. მეღვინეებს, რომელთაც მსოფლიო ბაზრები შეღავათებს სთავაზობენ, მხოლოდ ესაულების წინაშე კუდის ქიცინი სურთ. ამ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს, რომელთაც ღირსეული ცხოვრება შეუძლიათ, ძენ პაბედიზე პიტეკანტროპ ერთმორწმუნეთა წინაშე მოცახცახე სხეულებით ცირკის ტრიუკების გაკეთება ხიბლავთ. ესაა დღეს ჩემი სამშობლოს რეალობა, რომლის შემხედვარეც ჭორვილელი ტიკინა დაძინებამდე ხელებს იფშვნეტს და სიამოვნებისგან ცქმუტავს.

მე ვარ გივი ვასილის ძე თარგამაძე, მეორე. მეორე, რადგანაც პირველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, 1942 წელს 27 წლის ასაკში, კიდევ 20 თანამოაზრესთან ერთად, სამშობლოს სიყვარულის გამო პუწინისნაირების დავალებით, ივანიშვილისნაირების ბრძანებით, ღარიბაშვილისნაირებმა დახვრიტეს. მე მისგან დამრჩა იგივენომრიანი სათვალე და საქართველოსთვის ანთებული გული. მე ვიმყოფები რუსეთის ფედერაციისა და ესენგეს ძებნაში.

ბაბუაჩემის, რომელზეც უკვე თითქის ორჯერ დიდი ვარ, ხსოვნის წინაშე ვფიცავ, სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს სამშობლოს რუსები ვერ დაიმონებენ!

ხიხო, აქ დაინახე - STOP!

ფრთხილად, უკან დახევის დედაც!

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსები

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე ყველა სამართლებრივი საკითხი, პოლიტიკური შეფასებები და საზოგადოების რეაქციები იხილეთ თეგზე #რუსთავი2

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია