"ბარსელონამ" ის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელსაც თბილისში ჩამოიყვანს

"ბარსელონამ" ის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელსაც თბილისში ჩამოიყვანს

ევროპის სუპერთასის მატჩის წინ საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ" ის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელსაც თბილისში ჩამოიყვანს.

ტრავმის გამო გუნდთან ერთად არ იმყოფება ნეიმარი და, შესაბამისად, ის საქართველოს დედაქალაქსაც არ ეწვევა. ამასთან, როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში გამოქვეყნდა, "ბარსელონას" განაცხადი სუპერთასის მატჩისთვის ასეთია: ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ხორდი მასიპი, დუგლას პერეირა დოს სანტოსი, ხერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, ლიონელ მესი, რაფინია, ხავიერ მასკერანო, მარკ ბარტრა, მუნირ ელ-ჰადადი, სანდრო რამირესი, ხორდი ალბა, სერხიო რობერტო, ადრიანო, ტომაშ ვერმაელები, ჟერემი მატიუ, ალენ ჰალილოვიჩი, არდა თურანი და ალეიშ ვიდალი.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად არიან, თბილისში ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ადრიანო, დუგლასი და ხორდი ალბა, ხოლო ვიდალი და არდა მატჩს ბარსელონას მიმართ დაწესებული სანქციების გამო გამოტოვებენ.

"ბარსელონა" თბილისს ხვალ ეწვევა. "ბარსელონა" სუპერთასის მატჩში "სევილიას" დაუპირისპირდება. "სევილია" საქართველოში დღეს, 20:30 საათზე ჩამოვა. მატჩი 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია