დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათით დაკავებული ჰყავდათ

დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათით დაკავებული ჰყავდათ

ბოლო განახლება| რატომ დააკავეს დეპუტატი კარბელაშვილი შუა ღამისას - შსს განმარტებას აკეთებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდათ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ინფორმაციით, ინციდენტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. კარბელაშვილი თავდაპირველად ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა - უშედეგოდ.

ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა საპარლამენტო - უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს, რასაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, კარბელაშვილი ოსიაურიდან გორიში გადაიყვანეს და ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ